არქივი

Posts Tagged ‘მოფერება’

სიგიჟე

02/02/2011 3 comments

 

ამ ბოლო იმედის ჩაბღაუჭებას ვერ გადავეჩვიე მოკლედ…

მე მგონი იმედები და ნდობა გამიქრა.

არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა.

მიჭირს თავს მოვერიო და სისულელეებს ვაკეთებ.

ან იქნებ არც არის სისულელეები,უბრალოდ ასე ჩანს იმისთვის,ვისთვისაც ჩემი ემოციები უცნობია.

არადა მეგონა თავს ბოლომდე ვამჟღავნებდი.

მეგონა ასე ძალიან არ მომენტარებოდი.

მეგონა შენც იმავეს გრძნობდი,რასაც მე.შეიძლება მეტსაც.

მეგონა როგორც იქნა შეგხვდი.

მეგონა,რომ დამთავრდა სხვა ყველაფერი და გაჩერდა სამყარო ჩვენ ირგვლივ.

მეგონა ბევრ რამეს მასწავლიდი.

მეგონა არ ჰგავდი სხვებს,უამრავი რომ ყრია გარშემო.
ჩემს თავს არ ვამართლებ,მაგრამ მე მართლა გიჯერებდი.

ცოტა სხვანაირად წარმომედგინა ყველაფერი.

შეიძლება მე ზედმეტად ვუფრთხილდები ჩემს გულს _

იქნებ ამის გამოა,რომ ყოველთვის,როცა ვწერ,

მეტირება.

უბრალოდ არ მინდა წარმოდგენა შემეცვალოს.

შენზე,

ადამიანებზე,

ბიჭებზე,

გოგონებზე,

დედებზე,

მწერლებზე,

მხატვრებზე,

ბავშვობაზე

და რაც ყველაზე მთავარია,

საკუთარ თავზე.
მაგრამ მე მგონი უკვე შემეცვალა.ამაზე ჩემი ცრემლები მეტყველებს.
ყელში ბურთი მეჩხირება.
რაღა მაინცდამაინც ახლა?
მე მართლა მარტო ის მჭირდებოდა რასაც გეუბნებოდი.
ყურადღება,

ერთგულება

და

მოფერება.
ისიც მე მქონოდა ამ ყველაფრის უფლება.
შენით ვიყავი სავსე და ასეთი სულიერი სისუსტე ჯერ არ მიგრძვნია.
მე სულელი ვარ,დებილი ბავშვი,რომელსაც ყველასი და ყველაფრის სჯერა.
მზადაა აიტანოს შენი ყველაფერი,

უყურადღებობა,

არასტაბილურობა,

არამზრუნველობა,

არაერთგულება…

მაგრამ
გულს მტკენ.

ვეღარ ვიღიმი.

 
ჯობია დილა უშენოდ გავათენო…

scientists find drug to erase memories

06/11/2010 7 comments

ზოგი მოგონება ყოველთვის იშლება გონებიდან.

გავიწყდება და სამუდამოდ წარსულის საკუთრება ხდება.

მერე რაღაც მომენტში ბუნდოვნად გახსენდება და რაც არ უნდა დაძაბო გონება,ბოლომდე ვერ აღიდგენ.

 

ჩემთანაც არსებობს ურთიერთობა,რომელიც თავისი უმნიშვნელო ხასიათით წარსულის საკუთრება დარჩა.

ასეთ დროს არც იმაზე ფიქრობ,რომ ფურცელზე გადაიტანო შენი სიტუაცია და არც იმაზე,რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის.

ეს ნელ–ნელა მოდის.

ეს არ იყო რომანტიკული ურთიერთობა,არც ორიგინალურობაზე ჰქონდა პრეტენზია და არც ინტერესით გამოირჩეოდა.

ეს იყო უბრალოდ,ცოტაოდენ ვნებაზე დაყრდნობილი ურთიერთობა,ჩვენ გვიზიდავდა ერთმანეთი.

მე – მისი უცნაური ცხოვრება და მას,როგორც თვითონ ამბობდა – ჩემი გულწრფელობა.

ჩვენ ყოველ კვირა დღეს ვხვდებოდით ერთმანეთს.

მას თავისთან მივყავდი სახლში და მთელ დღეს მე მითმობდა.

აკეთებდა ყველაფერს,რასაც ვთხოვდი,მელაპააკებოდა ყველაფერზე,რაც მაინტერესებდა და მოკლედ,მექცეოდა ისე,როგორც ნებისმიერ გოგოს ესიამოვნება.

ჩვენ არ გვიყვარდა ერთმანეთი.

–ნუ მკბენ,რა..მერე მეტყობა ხოლმე და უხსენი კიდე იმათ,რა და როგორ…

–ვინ იმათ?

–აი იმათ,რა..გოგოებს.

ჩემთვის უცხო იყო ეჭვიანობა.სამაგიეროდ,მიზიდულობა – ნაცნობი.

ის მზრუნველი იყო და თბილი.ყოველთვის მიკონტროლებდა იმას,თუ სად მივდიოდი და რა მეცვა,მე კი ყოველთვის მიკვირდა რა საერთო შეიძლება ჰქონოდა ასეთ ინტერესებს ჩვენს ურთიერთობასთან.

მე გულწრფელი ვიყავი და გულუბრყვილო.

მაგრამ თურმე ჰქონდა.

ცოტახანში მან ჩემი მოფერება შეწყვიტა და გამომიცხადა,რომ აღარასდროს გვექნებოდა ისეთი ურთიერთობა,როგორიც მანამდე გვქონდა,რადგან მისთვის მიუღებელი ყოფილა ერთდროულად – მე და ჩემ მიმართ გაჩენილი სიყვარულის ბუშტუკები.

მან იმ საღამოს კიდევ ბევრი ილაპარაკა,მე კი მივხვდი,რომ ის აღარ იყო საინტერესო და მზრუნველი.მასში ვალდებულებები გაჩნდა.

მერე დღეს,მე სხვა შემიყვარდა.

წლებია უკვე.ის ყოველთვის პოულობს დროს წლებს შორის,რომ თავი შემახსენოს.

მირეკავს და მეკითხება:

“–მარტო ხარ?”

 

მე არასდროს ვარ მარტო.