Archive
Posts Tagged ‘Belizer’
რუტინული ყოფა
03/06/2010
დატოვე კომენტარი
ოჰ,ეს რუტინული დღეები და საერთოდ ყოფა,ყელშია უკვე.
არ გვინდა ამაზე წუწუნი,მაგრამ მგონი ქრონიკული ძილიანობა შემეყარა.
საშუალოდ იმდენივე მძინავს,რაც ადრე,მაგრამ მთელი დღე მაინც მოთენთილი,დაღლილი და ძილის სურვილით შეპყრობილი დავდივარ.
ალბათ სიცხის ბრალია.ამბობენ,კიდევ უფრო დაცხებაო.
დავდნით.. :უსერ:
ჰო,კიდევ რა.
ე.ი. ამ ერთფეროვან დღეებს ხვალინდელი თუ ზეგინდელი დღე ოდნავ გაამრავალფეროვნებს.
ხო,ზეგინდელი.შაბათს ერთ-ერთი ქართული როკ-ჯგუფის კონცერტია ვაკის პარკში.
ეს ბენდი 2009 წელს შეიქმნა და Belizer ჰქვია.
ზეგინდელი ამბავი მათი პირველი performance იქნება.
სხვათა შორის,საკმაოდ კარგი მუსიკოსები არიან,მე რამდენიმე სიმღერა მომწონს.
more information: belizer.com
შაბათს ემოციებით დატვირთული რომ მოვალ,ან თუ მოვალ,გაგიზიარებთ აუცილებლად.
იქნებ გავხალისდე კიდევაც და უფრო საინტერესო პოსტი დავწერო.
ახლა კი გავისეირნე,წიგნს მაინც ჩავუჯდები,თორემ ამ სიცხეში გარეთ ვერ გახვალ. : ს
კომენტარები