Something about us. (sweet depression)

წარმოიდგინეთ თბილი მანქანა…ზებუნებრივი სიმშვიდით.
მანქანა დიდ,შარა გზაზე მიდის…აი ისეთზე,არასდროს რომ არ უჩანს ბოლო.
შენ უკანა სავარძელზე ზიხარ,თავი ფანჯარაზე გაქვს მიდებული,ხელში ცხელი ჩაის ჭიქა გიჭირავს და თბილი პლედი გაქვს შემოხვეული.
სევდიანი თვალებით უყურებ ყველაფერს,რასაც შენი მანქანა ნაზად,აუჩქარებლად ჩაუვლის და იგონებ.

იგონებ ცხოვრებას,რომელშიც ახლა ცხოვრობ,შენდა უნებურად ფიქრობ მომავალზე და ყველაზე ნაკლებად–წარსულზე.
ანუ…იყურები გვერდით,აწმყოში,შენი მანქანა ნელა მიდის და შენ ასწრებ ყველაფერი დაინახო…
ფიქრობ რა იქნება მერე და…
იშვიათად იყურები უკან. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენმა თანამგზავრმა მიგახედა.

ყველა ჩვენგანის გზა განსხვავებულია.
ზოგის ცხოვრებას სხვა სიმღერა ადევს ფონად,ზოგისას–სხვა.

მე ჩემი ცხოვრება წვიმიან ამინდში წარმომიდგენია.
წვიმიან ამინდში და დიიიიდ გზაზე…
როცა ყურებში daft punk-something about us ისმის და შენ ზუსტად იცი რაც უნდა გააკეთო.
როცა არ ფიქრობ იმაზე,რაც გძულს!

მე მძულს ყოველდღიურად არაპროგნოზირებადი მოვლენები.
მძულს ადამიანები,რომლებიც ვერ ხედავენ იმას,რაც რეალურადაა.
მძულს ისეთი ადამიანებიც,რომლებიც ელემენტარულს ვერ/არ იაზრებენ და ცდილობენ საკუთარი შეცდომები შენ გადმოგაბრალონ.

მე მძულს სუსტი ადამიანები.
ისინი მეც მასუსტებენ.

ვიღლები.

შენ ისევ მიდიხარ გზაზე…
გარეთ წვიმს.
გულშიც.

არსად არ ბჟუტავს სინათლე.
არანაირი სხივი.

ნუთუ ჰორიზონტი ყოველთვის შავია?

  1. 23/04/2011, 5:55 PM

    “მძულს ადამიანები,რომლებიც ვერ ხედავენ იმას,რაც რეალურადაა.
    მძულს ისეთი ადამიანებიც,რომლებიც ელემენტარულს ვერ/არ იაზრებენ და ცდილობენ საკუთარი შეცდომები შენ გადმოგაბრალონ.'”

    მეც მძულს…
    მაგრამ იქნებ ჩვენ ვერ ვხედავთ რეალობას და ვერ ან არ ვიზრებთ შეცდომებს. ბევრჯერ მიფიქრია ამაზე ))

  2. 23/04/2011, 6:31 PM

    clown
    გააჩნია სიტუაციას.
    ამ შემთხვევაში,როდესაც ჩვენ ვფიქრობთ,რომ ელემენტარულის გააზრება არ უნდა ადამიანს,ე.ი. ბევრს ვფიქრობთ ამაზე და სიმარტივემდე დაგვყვავს..

    ესეც რომ არ იყოს,
    მე ისეთი ადამიანებიც მძულს,რომლებსაც იდეალურობაზე აქვთ პრეტენზია.
    ისეთებიც,რომლებიც პირდაპირ ლაპარაკს და შეცდომების გამოსწორებას ტყუილსა და ბოღმაში ცხოვრებას ამჯობინებენ.
    და ეს ყველა კატეგორია კი ადრე თუ გვიან ერთ ქვაბში ხვდება.

    • 23/04/2011, 6:39 PM

      გააზრებაზე ჩემს გარშემო დიდად არავინ წვალობს, ხოდა რაღაც მომენტში მეც იძულებული ვხდები გაუაზრებელი ვიყო…

      ყველა ცდილობს ერთამენთს რაღაც ნაკლი უპოვონ, მაგრამ ამ ნაკლს არ იაზრებენ და ისევ ჰიპოპოტამებად რჩებიან 😐

  3. 23/04/2011, 6:42 PM

    ეგეთებმა შეჩვევა იციან..
    ცოტახანში შეიძლება საკუთარ თავში ეგეთი ადამიანის რომელიმე ქცევა დაიჭირო,იმჰო: )))
    და ეს კოშმარია.

    მოსიარულე ბოღმა რობოტები:/

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: