არქივი

Posts Tagged ‘წერილები’

ბატონო სალვადორ…

27/05/2010 1 comment
გამარჯობა,ბატონო სალვადორ.
მიუხედავად იმისა,რომ ეს ჩემი ბლოგია და ასევე ჩემი დიდი სურვილი იყო,რომ ახლა ამ ბლოგზე ჩემი ემოციები დატეულიყო ექსკურსიასთან დაკავშირებით,მაინც ვეცდები,რომ ნაკლებად ემოციური,მაგრამ მაინც ჩემი შთაბეჭდილებებით აღსავსე წერილი მოგწერო შენ და ყველაფერი მოგიყვე.
პირველ რიგში,მინდა გითხრა,რომ შესანიშნავი იყავი,ხარ და იქნები.იმიტომ,რომ შენ მარადიული ხარ.შენ ხომ თავად ხარ ხელოვნება…
შენი ცხოვრების თითოეული დეტალი და მოვლენა ისევე მიყვარს,როგორც შენს ნახატებში აღბეჭდილი რაიმე სილუეტის დამოუკიდებლად აღმოჩენა.
სწორედ ამიტომ მოუთმენლად ამიფორიაქდა გული,როცა შენი ქმნილებების ჩამოსვლის შესახებ გავიგე ჩვენს ასეთ პატარა ქვეყანაში.
მინდა გითხრა,რომ შენმა უზარმაზარმა ფოტომ ძალიან დაამშვენა ჩემთვის ასეთი საყვარელი ბაღი,რომელიც აგერ უკვე მეორე საუკუნეს ითვლის.
შესანიშნავი ხარ,შენი ამოუცნობი და გამაგიჟებელი სტილით.
ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნად და საინტერესოდ დარჩება ყოველთვის.მე შენ გნახე.
შენი სული,რომელიც თავისუფლების ტყვეობაში იყო ყოველთვის და ახლაც ასეა.
ალბათ მე არ ვარ ერთადერთი,რომელიც სიყვარულით სავსე წერილებს გწერს,ამიტომ სჯობს გავბანალურდე და უბრალოდ გითხრა,რომ მეც იმ ხალხს ვეკუთვნი,რომელსაც სულს უჩქროლებ და რაღაც ახლის შექმნისთვის განაწყობ.
მე შენ მომწონხარ.
ეს რაც შეეხებოდა დალის,მაგრამ იმ ბაღში დალის გარდა ბევრმა რამემ დატოვა ჩემში სილამაზის და სითბოს შეგრძნება.
მიხვეულ-მოხვეულმა ბილიკებმა,რომლებმაც შეიძლება დაგკარგოს.
ლაბირინთებმა,სიყვარულის ხეივნებმა,ნატვრის ხეებმა და მთლიანად,ულამაზესმა,აყვავებულმა ბუნებამ.
მე მიხარია,რომ ქართველი ვარ და შემიძლია ეს ბაღი ჩემი საყვარელი ბაღი იყოს და ხშირად დავისვენო მის სიმშვიდეში.
ყვავის გაზაფხული.