scientists find drug to erase memories

ზოგი მოგონება ყოველთვის იშლება გონებიდან.

გავიწყდება და სამუდამოდ წარსულის საკუთრება ხდება.

მერე რაღაც მომენტში ბუნდოვნად გახსენდება და რაც არ უნდა დაძაბო გონება,ბოლომდე ვერ აღიდგენ.

 

ჩემთანაც არსებობს ურთიერთობა,რომელიც თავისი უმნიშვნელო ხასიათით წარსულის საკუთრება დარჩა.

ასეთ დროს არც იმაზე ფიქრობ,რომ ფურცელზე გადაიტანო შენი სიტუაცია და არც იმაზე,რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის.

ეს ნელ–ნელა მოდის.

ეს არ იყო რომანტიკული ურთიერთობა,არც ორიგინალურობაზე ჰქონდა პრეტენზია და არც ინტერესით გამოირჩეოდა.

ეს იყო უბრალოდ,ცოტაოდენ ვნებაზე დაყრდნობილი ურთიერთობა,ჩვენ გვიზიდავდა ერთმანეთი.

მე – მისი უცნაური ცხოვრება და მას,როგორც თვითონ ამბობდა – ჩემი გულწრფელობა.

ჩვენ ყოველ კვირა დღეს ვხვდებოდით ერთმანეთს.

მას თავისთან მივყავდი სახლში და მთელ დღეს მე მითმობდა.

აკეთებდა ყველაფერს,რასაც ვთხოვდი,მელაპააკებოდა ყველაფერზე,რაც მაინტერესებდა და მოკლედ,მექცეოდა ისე,როგორც ნებისმიერ გოგოს ესიამოვნება.

ჩვენ არ გვიყვარდა ერთმანეთი.

–ნუ მკბენ,რა..მერე მეტყობა ხოლმე და უხსენი კიდე იმათ,რა და როგორ…

–ვინ იმათ?

–აი იმათ,რა..გოგოებს.

ჩემთვის უცხო იყო ეჭვიანობა.სამაგიეროდ,მიზიდულობა – ნაცნობი.

ის მზრუნველი იყო და თბილი.ყოველთვის მიკონტროლებდა იმას,თუ სად მივდიოდი და რა მეცვა,მე კი ყოველთვის მიკვირდა რა საერთო შეიძლება ჰქონოდა ასეთ ინტერესებს ჩვენს ურთიერთობასთან.

მე გულწრფელი ვიყავი და გულუბრყვილო.

მაგრამ თურმე ჰქონდა.

ცოტახანში მან ჩემი მოფერება შეწყვიტა და გამომიცხადა,რომ აღარასდროს გვექნებოდა ისეთი ურთიერთობა,როგორიც მანამდე გვქონდა,რადგან მისთვის მიუღებელი ყოფილა ერთდროულად – მე და ჩემ მიმართ გაჩენილი სიყვარულის ბუშტუკები.

მან იმ საღამოს კიდევ ბევრი ილაპარაკა,მე კი მივხვდი,რომ ის აღარ იყო საინტერესო და მზრუნველი.მასში ვალდებულებები გაჩნდა.

მერე დღეს,მე სხვა შემიყვარდა.

წლებია უკვე.ის ყოველთვის პოულობს დროს წლებს შორის,რომ თავი შემახსენოს.

მირეკავს და მეკითხება:

“–მარტო ხარ?”

 

მე არასდროს ვარ მარტო.

Advertisements
  1. 08/11/2010, 1:55 AM

    მე მომწონს. რა მომწონს? შეგნებული, გარკვეული, ურთიერთპატივისცემაზე, დაფუძნებული ურთიერტობები. ყოველგვარი დაძაბულობების გარეშე.

  2. 08/11/2010, 2:40 AM

    მელოდია ❤

  3. 08/11/2010, 2:54 AM

    ნუ პირველ ფოტოზე ხო საერთოდ …

  4. 08/11/2010, 3:45 PM

    ჩემი ნიკუშა ❤

  5. blackseafood
    09/11/2010, 3:06 AM

    მან იმ საღამოს კიდევ ბევრი ილაპარაკა,მე კი მივხვდი,რომ ის აღარ იყო საინტერესო და მზრუნველი.მასში ვალდებულებები გაჩნდა.- vis mimart gachnda? shens mimart ?

  6. 09/11/2010, 10:54 AM

    არა.
    აი ამ გოგოს მიმართ,ვის მიმართაც ადრე არ იყო : )

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: