Archive

Posts Tagged ‘წითელპომადიანი’

აღქმა

21/12/2010 1 comment

ფანჯიდან შემოჭრილი მზის სხივები მაგიდაზე თამაშობენ.

მე სარკეში ვიხედები და ვგრძნობ,რომ მე არ ვარ მე.

თვალებშეღებილი,წითელპომადიანი გოგო,რომელიც თავს ქალს უწოდებს.

ზედმეტად რეალურია ეს სამყარო იმისთვის,რომ ჩვენც რეალურად შევხედოთ მას.

არ უნდა ვიფიქროთ რა მოხდება ხვალ,

ან რა მოხდება,როცა გაიგებს,

ან რა მოხდება,როცა გაუკვირდება,

ან რა მოხდება,როცა მაკოცებს.
ჩვენ,კანონზომიერებით გადაჯაჭვული არსებები,ხანდახან ვერც ვხვდებით,როგორ ვემონებით.

ვემონებით

ვნებებს,

გულს,

ხელებს,

სითბოს,

ღიმილს.

ვემონებით და არ ვამხელთ.

ჩუმად,გულში ვხდებით მონები.

და მერე,

დროის შემდეგ…

და მერე,

წლების შემდეგ…

ერთმანეთს ვსაყვედურობთ არ ან უბრალოდ ვერგამხელილი გრძნობებისთვის.
არადა შეგვეძლო გვეთქვა,

შეგვეძლო აღგვექვა,

რომ ყველაფერი თამაშია

რომ ყველაფერი გადაბმულია

და რომ ყველას ყველაფერი შეუძლია,თუ გულით მოინდომებს.

თუ მთელი გულით მოინდომებს…
რომ ღმერთი არაფერ შუაშია,

რომ ანგელოზებს სულ არ აქვთ ფრთები

რომ უნდა ვიცხოვროთ,რათა გადავრჩეთ

და უბრალოდ,უნდა გვიყვარდეს.
უნდა გვიყვარდეს ჩვენი თავი და ერთმანეთი,

რადგან

ჩვენ ვართ ღმერთები.