Archive

Posts Tagged ‘ძვირფასო’

Please don’t drive me blind..

06/06/2010 2 comments

ძვირფასო, მე ვცარიელდები.

ცხელი ყავის ცხელი ორთქლი დახეთქილ ტუჩებს მიწვავს.

სისხლი აღარ მიეწოდება ჩემს ტუჩებს.

წვეთები და ნაფლეთები ყავაში ეცემა და იხსნება,როგორც ჩემი ვნებები შენში.

შოკოლადიც ვეღარ უშლის ხელს ჩემი ნერვული ძარღვების დაწყვეტას. ვერც აყვავებული ხეების სითეთრე. პათოლოგიურად ვიქცევი. ხანდახან ჩემი თავისაც კი მეშინია.

მეშინია დროის, ძალიან, ძალიან მოკლე დროის, ჩვენ რომ დაგვწრეტს.

Paradise City პირდაპირ თავში მირტყამს.

არ მინდა მაინტერესებდეს რას აკეთებენ ახლა შენი ხელები. მინდა მარტო მინდოდეს, რომ ჩემს ტუჩებზე იყვნენ.

მარტო ჩემსაზე. და სხეულზე, როგორც მაშინ.

მაშინდელივით დამიაროს ჟრუანტელმა და ისევ მითხრა, რომ ეგ ჟრუანტელი სულ დამივლის…. სულ ერთად.

ძვირფასო, ჩვენ აღარ ვართ – ჩვენ.

შეხედე შენს თვალებს – აღარ ანათებენ.

აღარც იმ არაამქვეყნიურ სითბოს ასხივებენ შენი ხელები. ტირიან ჩვენი გულები – ხანდახან.

Ave Maria-ს დროს.

შენ ვერ ჩაიხედე ჩემს სულში.

მერეც ატირდებიან, იისფრად რომ მოთოვს.

და რა თქმა უნდა ვერ იქნებიან ერთად, ისევ ისე, როგორც არასდროს.

ძვირფასო, მომენატრები.

მარტოსულ ღამეებში. სიზმრები გამაბეზრებენ თავს.

ატირებული გავიღვიძებ, წამოვჯდები და ისტერიულად მოვთქვამ.

არ მეცოდინება რატომ და შენც არ იქნები ჩემ გვერდით, რომ ტუჩებით ამომივსო ცრემლიანი თვალები.

ისევ ისე, როგორც არასდროს.

ძვირფასო, მე და შენ ვერასდროს შევძლებთ შეყვარებას.

და, ჩვენ აღარ გვეკუთვნის ერთმანეთი.

უბრალოდ მინდა გახსოვდეს და იღიმოდე. მე მთელი ცხოვრება ვატარებ ამ წერტილს-ჩანთით.

მუდამ შენი-ც.

Advertisements