Archive

Posts Tagged ‘ღმერთი’

აღქმა

21/12/2010 1 comment

ფანჯიდან შემოჭრილი მზის სხივები მაგიდაზე თამაშობენ.

მე სარკეში ვიხედები და ვგრძნობ,რომ მე არ ვარ მე.

თვალებშეღებილი,წითელპომადიანი გოგო,რომელიც თავს ქალს უწოდებს.

ზედმეტად რეალურია ეს სამყარო იმისთვის,რომ ჩვენც რეალურად შევხედოთ მას.

არ უნდა ვიფიქროთ რა მოხდება ხვალ,

ან რა მოხდება,როცა გაიგებს,

ან რა მოხდება,როცა გაუკვირდება,

ან რა მოხდება,როცა მაკოცებს.
ჩვენ,კანონზომიერებით გადაჯაჭვული არსებები,ხანდახან ვერც ვხვდებით,როგორ ვემონებით.

ვემონებით

ვნებებს,

გულს,

ხელებს,

სითბოს,

ღიმილს.

ვემონებით და არ ვამხელთ.

ჩუმად,გულში ვხდებით მონები.

და მერე,

დროის შემდეგ…

და მერე,

წლების შემდეგ…

ერთმანეთს ვსაყვედურობთ არ ან უბრალოდ ვერგამხელილი გრძნობებისთვის.
არადა შეგვეძლო გვეთქვა,

შეგვეძლო აღგვექვა,

რომ ყველაფერი თამაშია

რომ ყველაფერი გადაბმულია

და რომ ყველას ყველაფერი შეუძლია,თუ გულით მოინდომებს.

თუ მთელი გულით მოინდომებს…
რომ ღმერთი არაფერ შუაშია,

რომ ანგელოზებს სულ არ აქვთ ფრთები

რომ უნდა ვიცხოვროთ,რათა გადავრჩეთ

და უბრალოდ,უნდა გვიყვარდეს.
უნდა გვიყვარდეს ჩვენი თავი და ერთმანეთი,

რადგან

ჩვენ ვართ ღმერთები.

I want to walk into your grave…

26/06/2010 1 comment

Babble,Babble

Bitch,Bitch..

კივის Manson_ი და მე ჩემში დაგროვილი ცარიელი ემოციებისთვის ვერ ვპულობ სხვა ადგილს.

სხვას რა,ადგილს ვერ ვპულობ.

სიგარეტის ბოლი ბევრი ფიქრის საშუალებას მაძლევდა ყოველთვის,ახლაც მაძლევს,უბრალოდ რაზე ვიფიქრო არ ვიცი.

დავიჯერო ასეთი მწირია ადამიანის აზროვნება?

ყველაფერი ერთმანეთში მერევა.

დღეები,საათები,სიზმრები,ემოციები…

რეალობაში ვერ ვარჩევ რა მოხდა უკვე და რა შეიძლება მოხდეს.

გამარტივდა ყველაფერი.

ბავშვობიდან გადმომხტარი მოგონებები მიტივტივდება თავში და ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ისევ უნდა მოხდეს.

ისევ და ისევ.

ჩვენი ცხოვრების მთავარი ნაწილი ხომ დეჟა ვუა.

ვსუნთქავთ,დავდივართ,ვფიქრობთ,ვოცნებობთ და წინ კიდევ ბევრი რჩება,ან ცოტა.

არავის იცის.

არავინ, “ღმერთმაც” კი.

წინ ვიხედებით და სიზმრებით და დეჟა ვუებით გატენილ ცხოვრებას ვხედავთ.

ეს უკვე მოხდა.

ადრე,ვიღაცის ცხოვრებაში მოხდა და სამყარომ გაიარა უკვე ეს ნაწილი.

მაგრამ მაინც მეორდება.

შენც უნდა გამოსცადო ეს ყველაფერი.

წინ სიცარიელეა ბევრი მუსიკით და ფიქრით სავსე.

შენ კი სიგარეტით ხელში სიმაღლეზე დგეხარ და უკვე განვლილ ცხოვრებას ხელმეორედ გადიხარ.

ეს არაა საინტერესო.

თვალებს ხუჭავ და სასაფლაოზე ჩნდები.

შენ წინ თეთრ ხალათებში გამოწყობილი გოგონები ცეკვავენ აწ უკვე გაციებულ საფლავზე.

და..ხვდები,რომ ღმერთი გამოგონილია.

გამოგონილია იმ ადამიანებისთვის,ვისაც ყოველ დილას სანთლის დანთება შეუძლიათ.

შენ არ გჭირდება სანთელი,არც წინამძღოლი იმისთვის,რომ დაგესიზმროს.

შენ მუსიკა გჭირდება,ბევრი ემოცია და ბოლი,იმისთვის,რომ არ გაგიჭირდეს ოცნება.

და იმისთვისაც,რომ ზეპირად იცოდე მომავალი.

კიდევ ბევრია სათქმელი,დასაწერიც… თუმცა შენ წერტილს სვამ,იმიტომ,რომ სიზმარში შენ შემდეგ მოსულ შენივე სულის მეპატრონეს კიდევ რამე დაუტოვო საფიქრელი,დასაწერი…