Archive

Posts Tagged ‘სულიერი’

შავი შოკოლადი

06/05/2011 10 comments

ამ ბოლო დროს,ბევრს ვფიქრობ ურთიერთობებზე.
ალბათ ეს გარშემო მიმდინარე მოვლენების და პირადულის ბრალია,თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.
მთავარი ისაა,რომ მიწევს ვიფიქრო იმაზე,თუ როგორი შეიძლება იყოს “იდეალური” ურთიერთობა გოგოსა და ბიჭს შორის.

ძალიან ხშირად ვხვდები მომენტს,როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ,თუმცა ერთად არ/ვერ არიან.
ეს ძირითადად გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით,თუმცა მინდა ყველაზე მნიშვნელოვანზე გავამახვილო ყურადღება – მათ უბრალოდ ერთმანეთი ბეზრდებათ.
(შეიძლება ეს უკვე ყბადაღებული თემაა,მაგრამ ჩემთვის ახლა გახდა აქტუალური.)

როგორ უნდა მოიქცეს გოგო/ბიჭი (სრულიად თანაბარ შესაძლებლობებს ვანიჭებ,ხაზგასასმელია) როდესაც თავისი მეორე ნახევარი ასე უბრალოდ ადგება და გადაწყვეტს,რომ მასთან ურთიერთობა არ უნდა?
რა ბანალურია.

მგონი არავისთვის ახალი და უცხო იმაში არაა,რომ აქ მეგობრების/ახლობლების/დაქალების/ძმაკაცების უმრავლესობა გეტყვით,რომ “მერე რა,ცხოვრება გრძელდება,უკეთესი მოვა”. მაგრამ დამეთანხმებით,რომ მოცემულ მომენტში არც უარესი და არც უკეთესი არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა ის და მორჩა!
ვვარდებით დეპრესიაში,დავდივართ დაგრუზული სახით,ფაქტობრივად არ არსებობს ადამიანი,ვის ხუმრობაზეც გავიღიმებთ(გაცინებაზე აღარ მაქვს ლაპარაკი) და უბრალოდ ვფიქრობთ,რომ ვერ შევძლებთ ცხოვრებას მის გარეშე.
აქვე მინდა აღვნიშნო,რომ ეს ყველა ზემოთჩამოთვლილი მხოლოდ მსუბუქი და გავრცელებული ფორმებია,ამაზე უარესი სულიერი მდგომარეობებიც არსებობს,რაღა თქმა უნდა საყვარელ ადამიანთან დაშორების დროს.

და აქვე დავსვამ კითხვას,არის კი ჩვენი “საყვარელი” ადამიანი საყვარელი?
რამდენი დრო გვჭირდება იმის მისახვედრად,თუ ვინ მოგვწონდა უბრალოდ და ვინ მართლა გვიყვარდა?
ან როგორი ემოციური დამოკიდებულებაა ერთმანეთს შორის ეს სიყვარული?
და კიდევ ერთი:
თუ ვიცით,რომ ყველანაირი ურთიერთობის ლოგიკური დასასრული დაშორება ან უბრალოდ მარტივად – ურთიერთობის გაციებაა,რატომ ვიწყებთ?
რატომ ვართულებთ?
ხომ შეიძლება შემოვიფარგლოთ მხოლოდ ერთმანეთთან ყოფნით,სითბოთი,ჩახუტებით,სექსით…ისე,რომ ერთმანეთთან ყოფნა გვსიამოვნებდეს და მორჩა.
საჭიროა ყოველ წამს ერთმანეთისთვის მიწერილი მესიჯები ტექსტით:”სად ხარ?”

Imho,ეს უაზრო და ბავშვური ფაქტები ურთიერთობას ართულებს,აბეზრებს,აერთფეროვნებს და უბრალოდ არასასურველს ხდის.
ამიტომაც ვიღვიძებთ დილას და ვხვდებით,რომ it’s all over.
რის შედეგადაც ვიღაც აუცილებლად რჩება გულნატკენი.

და მხოლოდ საჭიროებისამებრ რომ ჩავრთოთ ხოლმე გულები,არა?

Advertisements