Archive

Posts Tagged ‘სიურეალიზმი’

Rainbow

თვალი რომ გავახილე,მიწაზე ვიწექი,გადახუნებული ლურჯი ჟაკეტი მეცვა და სულ სველი ვიყავი.
რადიოში ძველი მუსიკა უკრავდა, “we believed,we’d catch the rainbow..” და ჩაიდანი დუღდა.
კედელზე ფოტოები და გაყვითლებული სტატიები იყო უწესრიგოდ გაკრული.
ყველგან ტილოები ეყარა და ყველა ტილოზე წვიმდა.
წვიმაში კი ვიღაც ეჯდა როიალს..
სიურეალიზმით იყო გაჟღენთილი მთელი ოთახი.
იატაკზე უამრავი წიგნი ეყარა.
წამოვდექი და იქვე მიყუდებულ სარკესთან რომ გავიარე,უნებურად ჩემს თავს მოვკარი თვალი.მივუახლოვდი და დავაკვირდი.
უპეები ჩაშავებული მქონდა,თმა გაწეწილი და ხელები დაკბენილი.
ვხურდი.
მალე მომაკითხეს.
კარს ამტვრევდნენ,მე კი გაუნძრევლად ვიდექი და ერთ ტილოს ვუყურებდი,რომელშიც ნაცნობი ქუჩა იყო,ნაწვიმარი და ცარიელი.
მივშტერებოდი და მასავით ვცარიელდებოდი.
კარს კი ამტვრევდნენ.
ცრემლები დამიშრა.
კარში კი შემოვიდნენ და მომცვიდნენ..
ისე მომცვიდნენ,თითქოს გიჟი ვყოფილიყავი..
მე ხომ უბრალოდ მიწიერი სიგიჟე მიტაცებდა…