Archive

Posts Tagged ‘სინათლე’

Something about us. (sweet depression)

23/04/2011 5 comments

წარმოიდგინეთ თბილი მანქანა…ზებუნებრივი სიმშვიდით.
მანქანა დიდ,შარა გზაზე მიდის…აი ისეთზე,არასდროს რომ არ უჩანს ბოლო.
შენ უკანა სავარძელზე ზიხარ,თავი ფანჯარაზე გაქვს მიდებული,ხელში ცხელი ჩაის ჭიქა გიჭირავს და თბილი პლედი გაქვს შემოხვეული.
სევდიანი თვალებით უყურებ ყველაფერს,რასაც შენი მანქანა ნაზად,აუჩქარებლად ჩაუვლის და იგონებ.

იგონებ ცხოვრებას,რომელშიც ახლა ცხოვრობ,შენდა უნებურად ფიქრობ მომავალზე და ყველაზე ნაკლებად–წარსულზე.
ანუ…იყურები გვერდით,აწმყოში,შენი მანქანა ნელა მიდის და შენ ასწრებ ყველაფერი დაინახო…
ფიქრობ რა იქნება მერე და…
იშვიათად იყურები უკან. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენმა თანამგზავრმა მიგახედა.

ყველა ჩვენგანის გზა განსხვავებულია.
ზოგის ცხოვრებას სხვა სიმღერა ადევს ფონად,ზოგისას–სხვა.

მე ჩემი ცხოვრება წვიმიან ამინდში წარმომიდგენია.
წვიმიან ამინდში და დიიიიდ გზაზე…
როცა ყურებში daft punk-something about us ისმის და შენ ზუსტად იცი რაც უნდა გააკეთო.
როცა არ ფიქრობ იმაზე,რაც გძულს!

მე მძულს ყოველდღიურად არაპროგნოზირებადი მოვლენები.
მძულს ადამიანები,რომლებიც ვერ ხედავენ იმას,რაც რეალურადაა.
მძულს ისეთი ადამიანებიც,რომლებიც ელემენტარულს ვერ/არ იაზრებენ და ცდილობენ საკუთარი შეცდომები შენ გადმოგაბრალონ.

მე მძულს სუსტი ადამიანები.
ისინი მეც მასუსტებენ.

ვიღლები.

შენ ისევ მიდიხარ გზაზე…
გარეთ წვიმს.
გულშიც.

არსად არ ბჟუტავს სინათლე.
არანაირი სხივი.

ნუთუ ჰორიზონტი ყოველთვის შავია?