Archive

Posts Tagged ‘სიმშვიდე’

Take me

  • ყველაფერი უფერულდება ნელ-ნელა.არ შეიძლება ასე გაგრძელება,რამე უნდა მოვიფიქრო.
  • ნუ აფუჩეჩებ ყველაფერს,არ შეიძლება,არ გამოგივა არაფერი.
  • დამიჯერე,ჯერ ადრეა შენთვის ეგეთები.გგონია არ მრცხვენია მე? არ შეიძლება ასე მოქცევა.
  • საბოლოოდ რომ ის იქნება,რასაც მე გეუბნები,ხომ იცი?არაფერი გამოგივა თუ ასე ზერელედ მიუდგები ყველაფერს. არ შეიძლება,დაუკვირდი.
  • დავიღალე ამდენი მოთმენით. გგონია,რომ მე არ მაქვს უფლება ხმა ამოვიღო და გითხრა,რომ არ იქცევი სწორად?
  • აღარ მინდა,რომ ჩემ გვერდით იყო ისევ. ხომ ხედავ,აღარ გამოგვდის ერთად ყოფნა.რაც არ უნდა ვეცადოთ. რაც არ უნდა მოვინდომოთ.
  • არ დაეცე,რა. არ შეიძლება,რომ არ გამოგივიდეს..შეგრცხვება მერე.
  • არ დაიღალე? გამოფხიზლდი.
  • მეც მინდა სიმშვიდე. წამიყვანე.

გამოზაფხულება

18/07/2010 1 comment
ოლა.ვიფიქრე სანამ წავალ,იქნებ რამე მაინც დავტოვო ჩემს მიგდებულ ბლოგზე-მეთქი და ფანჯარა გავხსენი.
მომენატრეთ.
ასე ერთბაშად ამდენი ხანი ინტერნეტის გარეშე არასდროს ვყოფილვარ.
ხო მართლა,მე წყნეთში “ვისვენებ”.
სანამ ყველანაირი სიახლე არ ვნახე ფბ-ზე,თითქმის ყველა ახალი და ჩემთვის საინტერესო თემა ფორუმზე,არ შევამოწმე მეილი,საყვარელი ბლოგების ახალი პოსტები არ ვნახე და ყველას ინტერესი არ დავაკმაყოფილე სკაიპში,მანამდე ვერ მოვიცალე ბლოგისთვის.
ეს დიდად გადასარევი საქმიანობა არაა ისე,ცნობისთვის.
რამდენიმე ახალ კომენტარს იწონებ,ნახვებს გადახედავ და სულ მალე შენში სინდისი იღვიძებს და გახსენებს,რომ შეიძლება ბლოგზე რამე დაწერო.
შენ ისევ და ისევ შენი ერთფეროვანი ზაფხულის გამო არ გახსენდება არც ერთი თემა,რაზეც შეიძლება დაწერო და ბლოგს თავს არიდებ.
მაგრამ ის დაგეძებს,გეძახის და გაიძულებს დაწერო.
შენც ხსნი ფანჯარას და…
დღეს რომელიღაც ზაფხულის თვის რომელიღაც რიცხვია.
ზაფხულში არადროს ვიცი რომელი რიცხვი,დღე და საათია.
მე გუშინ ჩამოვსეირნდი წყნეთიდან იმისთვის,რომ აქ რამე სიახლე მეპოვნა.
მაგრამ,თბილისში გაუსაძლისად არა,მაგრამ ცხელა,თითქმის არავინაა და ვინც არის,ის წუწუნებს იმაზე,რომ აქაა.
ამას ისევ გადაყრუებული წყნეთი მერჩივნა,ბევრი პენსიონერით და მჭყავანა ბავშვებით.
კითხვასაც რომ არ გაცლიან.
სიმშვიდე მინდა.
სიმშვიდე და მარტოობა.
ღამე ვზივარ და ხან ვკითხულობ,ხან ვწერ.
კარგია ღამე,სინათლეზე მწერები რომ არ მოდიოდნენ.
პრინციპში რაში გაინტერესებთ,ჩემი კონფლიქტი მწერებთან და ერთფეროვანი რუტინა.
მაგრამ ეს ჩემი ბლოგია და რასაც მინდა იმას დავწერ.
მალე იქით წავალ,სანაპიროზე,ტალღების ხმას და კარგ მუსიკას მოვუსმენ და ბევრს დავწერ.
იმედია,იქიდან რომ დავბრუნდები მაშინ მაინც არ შემაწუხებს სინდისი და მექნება თემა,რაზეც დავწერ.
წავედი.
ბანძია თბილისი.
დღეს ჩავჯდები ყვითელ ავტობუსში,ფანჯარასთან,ყურსასმენებს გავიკეთებ და ავთავბრუსხვევდები (ო_O) წყნეთში.
მერემდე.
მევასებით ხოლმე,ხანდახან..

ბატონო სალვადორ…

27/05/2010 1 comment
გამარჯობა,ბატონო სალვადორ.
მიუხედავად იმისა,რომ ეს ჩემი ბლოგია და ასევე ჩემი დიდი სურვილი იყო,რომ ახლა ამ ბლოგზე ჩემი ემოციები დატეულიყო ექსკურსიასთან დაკავშირებით,მაინც ვეცდები,რომ ნაკლებად ემოციური,მაგრამ მაინც ჩემი შთაბეჭდილებებით აღსავსე წერილი მოგწერო შენ და ყველაფერი მოგიყვე.
პირველ რიგში,მინდა გითხრა,რომ შესანიშნავი იყავი,ხარ და იქნები.იმიტომ,რომ შენ მარადიული ხარ.შენ ხომ თავად ხარ ხელოვნება…
შენი ცხოვრების თითოეული დეტალი და მოვლენა ისევე მიყვარს,როგორც შენს ნახატებში აღბეჭდილი რაიმე სილუეტის დამოუკიდებლად აღმოჩენა.
სწორედ ამიტომ მოუთმენლად ამიფორიაქდა გული,როცა შენი ქმნილებების ჩამოსვლის შესახებ გავიგე ჩვენს ასეთ პატარა ქვეყანაში.
მინდა გითხრა,რომ შენმა უზარმაზარმა ფოტომ ძალიან დაამშვენა ჩემთვის ასეთი საყვარელი ბაღი,რომელიც აგერ უკვე მეორე საუკუნეს ითვლის.
შესანიშნავი ხარ,შენი ამოუცნობი და გამაგიჟებელი სტილით.
ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნად და საინტერესოდ დარჩება ყოველთვის.მე შენ გნახე.
შენი სული,რომელიც თავისუფლების ტყვეობაში იყო ყოველთვის და ახლაც ასეა.
ალბათ მე არ ვარ ერთადერთი,რომელიც სიყვარულით სავსე წერილებს გწერს,ამიტომ სჯობს გავბანალურდე და უბრალოდ გითხრა,რომ მეც იმ ხალხს ვეკუთვნი,რომელსაც სულს უჩქროლებ და რაღაც ახლის შექმნისთვის განაწყობ.
მე შენ მომწონხარ.
ეს რაც შეეხებოდა დალის,მაგრამ იმ ბაღში დალის გარდა ბევრმა რამემ დატოვა ჩემში სილამაზის და სითბოს შეგრძნება.
მიხვეულ-მოხვეულმა ბილიკებმა,რომლებმაც შეიძლება დაგკარგოს.
ლაბირინთებმა,სიყვარულის ხეივნებმა,ნატვრის ხეებმა და მთლიანად,ულამაზესმა,აყვავებულმა ბუნებამ.
მე მიხარია,რომ ქართველი ვარ და შემიძლია ეს ბაღი ჩემი საყვარელი ბაღი იყოს და ხშირად დავისვენო მის სიმშვიდეში.
ყვავის გაზაფხული.