Archive

Posts Tagged ‘სიზმარი’

დეპრესია

16/09/2010 10 comments
წერას გადავეჩვიე,მგონი შემოქმედებითი კრიზისი მაქვს.
გარდა მაგისა,ზოგადად ცხოვრებისეულ კრიზისსაც განვიცდი.
საერთოდ,რამდენიმე წლის წინ მივხვდი,რომ დეპრესიული ადამიანი ვარ.
ანუ როცა დეპრესიისკენ მაქვს მიდრეკილება,თავს კომფორტულად ვგრძნობ.
მოკლედ,თქვენ ენაზე რომ ვთქვა,რთული ადამიანი ვარ.
ვფიქრობ,ცხოვრების მთავარი სიამოვნება ფიქრია,დასკვნები,ანალიზები..
ამიტომ თავისთავად აზროვნებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.
მაშინ,როცა ვინმე ცდილობს თავისუფალი აზროვნება შემიზღუდოს (უფრო სწორედ ჩემს წარმოდგენაში,ეს შეზღუდვა ისეთია,როგორც ტვინი დაგიპრესონ) ჩემი მიდრეკილება დეპრესიისკენ იღვიძებს და ცდილობს თავი კომფორტულად მაგრძნობინოს,ყველა ხომ ვერ იქნება დეპრესიული.
ხშირ შემთხვევაში,როცა რაიმე გადაწყვეტილების მიღება მჭირდება და ამ გადაწყვეტილებამდე კი მრავალი კუნძულია ამოყოფილი – ვითიშები.
ვკარგავ ორგანიზების უნარს და ისევდაისევ დეპრესიაში ვვარდები.
ახლაც ასეა,მე გადაწყვეტილება მაქვს მისაღები,მაგრამ მე დეპრესიაში ვარ.
რამდენიმე დღე იქნება რაც სიზმარი არ მინახავს და გუშინ ვნახე.
მე მთელი დღეა სიზმარში ვცხოვრობ და ამიტომ მიჭირს გადაწყვეტილების მიღება.
შესაბამისად – დეპრესია.
ამას ყველა ვერ გაიგებს.
როგორც იმას,როგორ შეიძლება გქონდეს დეპრესიისკენ მიდრეკილება.
როგორ შეიძლება ცხოვრებდე სიზმარში და როგორ შეიძლება გიყვარდეს ბიჭი,რომელიც არ გინახავს.
ამას ტომ ვეითსი უხდება ფონად.
და კიდევ..
ცხელი ყავა,შავი შოკოლადი და სიგარეტი.
ოღონდ სამივე თანმიმდევრობით.
პ.ს. Wake me up,when this fuckin’ year ends!…

ერთი წლის შემდეგ ანუ ჰორიზონტი სიზმარში

21/05/2010 1 comment
დღეს ჩემს სკოლაში ბოლო ზარი იყო.
მერე რა,რომ მე არ დამიმთავრებია სკოლა და ჩემთვის არ დარეკილა ბოლო ზარი.მალე დაირეკება და ვხვდები,რომ არ მიხარია.
არ მიხარია ის,რაზეც აგერ უკვე რაც აზროვნება დავიწყე იმის მერე ვოცნებობ.
იმაზე,რომ არ მიწევდეს ადრე დაძინება იმის გამო,რომ დილით სკოლაში არ დაგაგვიანდეს.
არ გიწევდეს გემრიელად ძილს და კარგ სიზმარს მონატრებული თავის აწევა მერხიდან და ყველა გაკვეთილში აქტიურად ჩართვა.
არ გიწევდეს სახლში მოსულს იმაზე ფიქრი, გაქვს თუ არა ბევრი სამეცადინო და ა.შ.
მთავარია,რომ მალე დავამთავრებ და ეს ყველაფერი უკან დარჩება. დარჩება ჩემს ცრემლდატეულ გულში და ჩემი ბავშვობაც დამთავრდება.
მერე რა,რომ ჯერ არ ვიცი ის არც თუ ისე კარგი ცხოვრება, რომელსაც მშობლები გვიღწერენ,უცნობია ის ნაღველიც,უკან ვერდაბრუნებული წლების ნოსტალგიისგან რომ შემოგაწვება. მაგრამ მთავარია ვიცი,რომ აუცილებლად მოვა ჩემნაირ გულგრილ ადამიანთანაც კი,ასეთ საკითხებში.
არ დავიწყებ იმის მოყოლას,რომ ჩემი კლასი და მეგობრები განსაკუთრებულები არიან,რომ ჩვენ სხვანაირად გვიყვარს ერთმანეთი და ა.შ.
ეს ბანალურია. მთავარია,რომ მე ისინი მერხთან მსხდომები მომენატრებიან,მაგრამ სხვა სიტუაციაშიც კი, მათ გვერდით ვიქნები.
ბოლო ზარი დაირეკა.
გარეთ გამოვედი. ნაწვიმარი იყო. მაისის წვიმა მოსულა,სანამ მე ამ ფიქრებს ვუყრიდი თავს.
ჩემი მპ3 ჩავრთე და მობის ფონზე ჩამოვისერინე დაღმართი.
აქ ამას იმიტომ ვწერ,რომ მომავალ წელს.როცა ჩემთვისაც დაირეკება ბოლო ზარი, შემოვიდე და ამ ნაწერს უფრო დიდი ემოციები და სიყვარული დავუმატო.
კარგია ბავშვობა.
კატეგორიები:IMHO ტეგები:, ,