Archive

Posts Tagged ‘სევდა’

ჩემში შემორჩები

29/11/2010 4 comments

როცა შენ მეხები,გული მიჩქარდება.

მე არ მინდა ამის აღიარება და ვცდილობ სუნთქვა შევწყვიტო,წამებით.

ცოტა ხნით გამომდის და მერე ისევ…შენ ჩემს ხელს იღებ.

უკნიდან მეპარები,თვალებზე ხელს მაფარებ და მკოცნი.შენი ხმა….

მე საწოლთან ვარ მიბმული,ჩემ გვერდით მარტოობა და შენ ჩემთან არაფერი გესაქმება.

და როდესაც დაღლილი,თავდახრილი ვზივარ შენ გვერდით და ვცდილობ გავერკვე რა ხდება ჩემს სულში,შენ ნაზად ეფერები ჩემს თმას და არ მაძლევ საშუალებას ვიფიქრო,რომ არ მაინტერესებ.

მე იმ წინადადებით გაბრუებული,რომ “აკრძალული ხარ” თავს მაღლა ვწევ და გიყურებ,შენც მშვიდად მიყრი თვალს და მეუბნები,რომ არ დავიძინო,რომ თავი ავწიო და გამოვფხიზლდე.

მეუბნები,რომ შენც გეძინება,მაგრამ თავს დაბლა არ ხრი.

მე წამით მავიწყდება ჩემი წინადადება და გიღიმი.

და როცა შენ შავი ხაზებით სულს მიჩხაპნი,მე მიხარია და თავს იდიოტად სულაც არ ვგრძნობ.

იმიტომ,რომ მე ბავშვი ვარ,რომელსაც შეუყვარდა.

რომელმაც დაკარგა თავდაჯერებულობა და ახლა სევდით გაჟღენთილი თავშესაფარს ეძებს.

შენში.

შენ კი უმოწყალო ხარ,ჩემი სულის პატრონი.

ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია და ის ერთიც შენ ხარ…

იმდენად აკრძალულია შენი ჩემში შემოსვლა,რომ არც ვითხოვ.

თუ გინდა ნურასდროს მოხვალ ჩემთან…მაგრამ გთხოვ,არასდროს წახვიდე ისე შორს,რომ ვეღარ გიგრძნო.

გიყურებ უძილობით დაღლილ თვალებში და ვგრძნობ,როგორ მეღვრება სევდა გულში.

ვგრძნობ,რომ შენი უძილობა მე არ მეკუთვნის და თოვს ჩემს სულში…მუდამ ითოვებს.

მე არ მაქვს იმედი,მაგრამ ჩემი სურვილი იმდენად დიდია,ყველაფერს გაარღვევს.

შენ უკან მომყვები და ხშირად იმეორებ ჩემს სახელს.

სევდას სიზმრებად ჩამოთოვ და ისე მიყურებ,როგორც მარტო შენ შეგიძლია.

ჩემი გული კი ისევ გამალებით სცემს..შენ კი ხელში არ იყვან და არ იხუტებ…

Advertisements

ამფეტამინი

09/11/2010 7 comments

 

უცებ შეგეჩვიე.რარაცნაირად ყველაფერში გაგიგე და ვიფიქრე,რომ ვიპოვე ადამიანი,რომელიც ჩემ გვერდით იქნებოდა ყოველთვის.

მაშინ,როცა ცუდად ვიქნებოდი,როცა გამიჭირდებოდა და განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ძალიან კარგად ვიქნებოდი.

გავუზიარებდი გრძნობებს,ემოციებს და სხვადასხვა ყოფით ელემენტებს.                                                                                              ახალ მუსიკებს,ფილმებს,წიგნებს,ჩანაწერებს,ურთიერთობებს…

შენ გაიხსენი,მიმიღე,მოიწონე და მე – შეგიყვარე.

ყოველთვის,როცა მჭირდებოდა,გვერდზე მედექი,თუმცა რაღაცნაირად – ზედაპირულად.

გიყვარდა შენი თავი და მე დღემდე არ ვიცი,გიყვარდი თუ არა მე.

მე მიხაროდა შენი მიღწევები,შენი ახალი ურთიერთობები,შენი წარმატება და მოკლედ,მე ბედნიერი ვიყავი იმით,რომ ჩემი ადამიანი მყავდა.

ჩვენ ერთად ვცხოვრობდით.ერთმანეთისთვის.

 

მაგრამ შენ თურმე არასდროს ყოფილხარ ჩემი.

გაჩნდნენ ადამიანები გარშემო.

ჩვენი ყურადღება მიიქციეს.

ჩვენმა ურთიერთობამ წლებს ვერ გაუძლო.

 

შენ სიმაღლეზე ახვედი და ხანდახან გადმომხედავდი ხოლმე.

იშვიათად,როცა იგრძნობდი,რომ მეც შეიძლება გავზრდილიყავი შენს სიმაღლემდე,მაჩუმებდი,მამშვიდებდი და მჩრდილავდი.

შენ შენი სამყარო გქონდა,ამპარტავანი სამყარო.

მეც მქონდა ჩემი სამყარო,მაგრამ იქ შენ ერთადერთი იყავი.

მერე გავიზარდე–თ.

გავიზარდე.

მივხვდი,რომ გვერდზე ადამიანი მჭირდებოდა და არა რაღაც,თავის თავზე შეყვარებული მაღალი მთა.

მივხვდი და დაგანგრიე.

შენ ისე,რომ დაბლაც არ ჩამოსულხარ,მაგრძნობინე,რომ სულელი,უჭკუო გოგო ვარ და ის საქციელი,რომელიც მე მახასიათებს,სასაცილოა.

მე გული დამწყდა.ცრემლი ჩამომიგორდა.გულში ხინჯად დამაჩნდი და ძლივს დავიძინე.

მე მიყვარდი.

შენ გაიცინე და გამიუცხოვდი.

მე დავმუნჯდი.

მაგრამ მჯერა,რომ ოდესმე ჩამოხვალ მაგ სიმაღლიდან,მიხვდები,რომ გჭირდები და ღიმილნარევ სევდას მომიტან.

არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება მერე,მთავარი იქნება ის,რომ მივხვდები – შენ ოდესმე გყვარებივარ.

 

 

 

მერე იქნებ ისევ გავუზიაროთ ერთმანეთს ყოფითი ელემენტები.

 

Пожалуйста, только живи,
Ты же видишь, я живу тобою.
Моей огромной любви
Хватит, нам двоим с головою…