Archive

Posts Tagged ‘საზოგადოება’

“თავისუფლად მოაზროვნე”

12/03/2011 6 comments

ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი იმაში,რომ საზოგადოება,სადაც მე ვტრიალებდი,ჯანსაღი იყო.

ჯანსაღი ყველანაირი გაგებით.

ნორმალურად აზროვნებდნენ,იყვნენ კომპლექსებისგან თავისუფალნი და გააჩნდათ თავიანთი პირადი ცხოვრება.

ესმოდათ ყველანაირი ქვესათაური ყველანაირი ქმედების და სხვის საქმეში ცხვირს უბრალოდ არ ჰყოფდნენ.

მაგრამ თურმე იმაზე მეტი იმედგაცრუება არსებობს ცხოვრებაში,ვიდრე შენი ფლირტების რაოდენობაა.

აღმოჩნდა,რომ ამ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს შორის,ერთი,ღმერთო ჩემო,ერთი ადამიანიც კი არ არსებობს,რომელიც სწორად აღიქვამს შენს საქციელს.

თურმე მათ შეუძლიათ დაგცინონ და ამით საკუთარ თავზე ამაღლდნენ,

თურმე მათ შეუძლიათ პიროვნება–შენ,თემად გაქციონ და ამ თემაზე დაუსრულებლად “იჭორაონ”,

თურმე მათ შეუძლიათ ერთი ხელის მოსმით დაანგრიონ წლების განმავლობაში შენარჩუნებული ურთიერთობა და ეს მხოლოდ იმიტომ,რომ შენ “სხვანაირად აზროვნებ”.

თურმე მათ შორის არ არსებობს ადამიანი,რომელიც წინ აღუდგება ამ “ბრბოს” და გაგამართლებს,იმიტომ,რომ ამით მისი სახელიც შეიბღალება და მერე  “რას იტყვის ხალხი?”

ამ ადამიანებს შეუძლიათ ერთი “ფეხის გადაბრუნებისთვის” დაგკარგონ და არ იფიქრონ შენზე.მათ ეს არ აინტერესებთ.

ისინი შენზე მაგრები არიან,

ისინი შენზე სუფთად ცხოვრობენ,

ისინი პატიოსნები არიან,

ტრადიციებს პატივს სცემენ,

სექსზე ღიად არ ლაპარაკობენ,(იმიტომ,რომ ეს უზრდელობაა)

პატივს არ სცემენ ადამიანებს სრულიად უმიზეზოდ,მაგრამ ზუსტად ამ ადამიანებს მეორე წუთას ტრაკში უძვრებიან!

გოგოებს,რომლებსაც მეგობრებს,”დაქალებს” ეძახიან,ღიად,გახსნილად ვერ ესაუბრებიან,ზუსტად იმის გამო,რომ ეს არ შეიძლება.ის გოგოა და როგორ შეიძლება?

და თუ დაელაპარაკები,

და თუ შენი ქმედება მათ ბნელ აზროვნებაში არ ჩაჯდება,

და თუ შენ მათთვის მიუღებელი იქნები,

ისინი ყოველ წამს,ზიზღით შემოგხედავენ,პირს მიაბრუნებენ და დაგცინებენ,გვერდზე გავლენ და იჭორავებენ და ამით ისინი კმაყოფილები იქნებიან.

საკუთარი თავდაჯერებულობა მოემატებათ და თავს მაგარ ტიპებად ჩათვლიან,იმიტომ,რომ ისინი “სწორად ცხოვრობენ”,ისეთ საქციელებს არ სჩადიან,რაც “ლამაზი არაა” და ყოველთვის “პატივსაცემი” და სანაქებო პიროვნებები იქნებიან.

ექნებათ “წმინდა ოჯახი”,”საუკეთესო თანამდებობა” და ეყოლებათ “პატიოსანი შვილები”.

მაგრამ ღამე,როცა დაწვებიან,

აი ზუსტად მაშინ,სანამ დაიძინებენ და გავლილ დღეზე,თვეზე ან უბრალოდ ცხოვრებაზე დაფიქრდებიან,

აუცილებლად მოუნდებათ იყვნენ ყველაზე გარყვნილი ადამიანები,ყველაზე თავისუფალი ჩარჩოებისგან და გვერდზე ისეთი ადამიანები ეწვნენ,რომლებიც ისე დააკმაყოფილებენ ყველაფრით და ყველანაირად,რომ სხვის ცხოვრებაში ცხვირების ჩაყოფის სურვილი უბრალოდ არ ჰქონოდათ.

მე კი უბრალოდ…

შეგეცით ბნელ ტვინში!

ნიღბები

06/02/2011 1 comment

 

ათასობით ნიღაბს ვატარებთ.

ზუსტად მაგდენივეში ვართ ამოფარებულები და ვერც ვხვდებით,როგორც გვიხორცდება თითოეული მათგანი.

დამჯერი შვილის,ერთგული შეყვარებულის,ბრწყინვალე მოსწავლის,მზრუნველი მეზობლის,გვერდში მდგომი მეგობრის,მოსიყვარულე და-ძმის როლს ვასრულებთ და არც ვფიქრობთ იმაზე,რომ ეს ჩვენ არ ვართ.

ჩვენი საკუთარი,ნამდვილი,ყველაზე სუფთა მე არ ვართ და რომ ვცდილობთ იდეალურები ვიყოთ.
იდეალური ადამიანის სახე გვაქვს შექმნილი სადღაც ტვინში (!) და ვცდილობთ მის მიხედვით ვიცხოვროთ.

ყოველი ჩვენი საქციელი ამ სახეში ჩავსვათ და შევუსაბამოთ,თუ არ ჯდება,ვეცადოთ მაინც,რომ ჩავსვათ.
საათების,დღეების,წლების განმავლობაში მექანიკურად აწყობილი რობოტივით ვიზეპირებთ სიტუაციებს,გარემოებებს,ურთიერთობებს და უბრალოდ სიტყვებს,ფრაზებს,რომ არ დავიბნეთ.რომ ერთი წუთითაც არ გამოგვეპაროს და საკუთარი თავები,ნამდვილი სულები არ ვამხილოთ.
ამასობაში ვისისხლხორცებთ ნიღბებს და ვეღარც კი ვგრძნობთ,რომ ჩვენ არ ვართ ჩვენ.

თოჯინები ვხდებით,მარიონეტები,რომლებსაც გვათამაშებენ.

გვათამაშებს თითოეული საზოგადოება,რომელშიც ჩავვარდებით. ასეთი კი უამრავია ჩვენი ცხოვრების ბილიკზე.
ამის შედეგად კი…

არა მარტო ძველი,ერთფეროვანი ურთიერთობები გვიხუნდება,ახლებსაც ერთფეროვნებით,გადაღეჭილი “ემოციებით” ვიწყებთ და ზუსტად ვიცით,რა შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ.
არ იღლებით?

არ ვ-იღლებით?
ადამიანები ვართ.

მიეცით ერთმანეთს მხნეობა იმისთვის,რომ ისევდაისევ ერთმანეთზე არ იფიქროთ.

მაშინ,

როცა შვილი ოჯახს “შეგირცხვენს”,

მაშინ,

როცა თქვენი ახლობელი აგერ უკვე მესამედ გათხოვდება.

მაშინ,

როცა უბრალოდ გინდათ საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭოთ. და არა მარტო საკუთარ თავს.
და ათასი მაშინ კიდევ…

თქვენ დათვალეთ.