Archive

Posts Tagged ‘რობოტივით’

ნიღბები

06/02/2011 1 comment

 

ათასობით ნიღაბს ვატარებთ.

ზუსტად მაგდენივეში ვართ ამოფარებულები და ვერც ვხვდებით,როგორც გვიხორცდება თითოეული მათგანი.

დამჯერი შვილის,ერთგული შეყვარებულის,ბრწყინვალე მოსწავლის,მზრუნველი მეზობლის,გვერდში მდგომი მეგობრის,მოსიყვარულე და-ძმის როლს ვასრულებთ და არც ვფიქრობთ იმაზე,რომ ეს ჩვენ არ ვართ.

ჩვენი საკუთარი,ნამდვილი,ყველაზე სუფთა მე არ ვართ და რომ ვცდილობთ იდეალურები ვიყოთ.
იდეალური ადამიანის სახე გვაქვს შექმნილი სადღაც ტვინში (!) და ვცდილობთ მის მიხედვით ვიცხოვროთ.

ყოველი ჩვენი საქციელი ამ სახეში ჩავსვათ და შევუსაბამოთ,თუ არ ჯდება,ვეცადოთ მაინც,რომ ჩავსვათ.
საათების,დღეების,წლების განმავლობაში მექანიკურად აწყობილი რობოტივით ვიზეპირებთ სიტუაციებს,გარემოებებს,ურთიერთობებს და უბრალოდ სიტყვებს,ფრაზებს,რომ არ დავიბნეთ.რომ ერთი წუთითაც არ გამოგვეპაროს და საკუთარი თავები,ნამდვილი სულები არ ვამხილოთ.
ამასობაში ვისისხლხორცებთ ნიღბებს და ვეღარც კი ვგრძნობთ,რომ ჩვენ არ ვართ ჩვენ.

თოჯინები ვხდებით,მარიონეტები,რომლებსაც გვათამაშებენ.

გვათამაშებს თითოეული საზოგადოება,რომელშიც ჩავვარდებით. ასეთი კი უამრავია ჩვენი ცხოვრების ბილიკზე.
ამის შედეგად კი…

არა მარტო ძველი,ერთფეროვანი ურთიერთობები გვიხუნდება,ახლებსაც ერთფეროვნებით,გადაღეჭილი “ემოციებით” ვიწყებთ და ზუსტად ვიცით,რა შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ.
არ იღლებით?

არ ვ-იღლებით?
ადამიანები ვართ.

მიეცით ერთმანეთს მხნეობა იმისთვის,რომ ისევდაისევ ერთმანეთზე არ იფიქროთ.

მაშინ,

როცა შვილი ოჯახს “შეგირცხვენს”,

მაშინ,

როცა თქვენი ახლობელი აგერ უკვე მესამედ გათხოვდება.

მაშინ,

როცა უბრალოდ გინდათ საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭოთ. და არა მარტო საკუთარ თავს.
და ათასი მაშინ კიდევ…

თქვენ დათვალეთ.