Archive

Posts Tagged ‘ნაფლეთები’

ეროტიკა ქაოტურად

30/05/2010 1 comment
დღეს სხვანაირად თენდება.
განსხვავება ისაა,რომ გვერდით შენ მიწევხარ.
მე საწოლზე ვარ ჩამომჯდარი,ნახევრად შიშველი და გაშტერებული ვუყურებ როგორ დუღდება წყალი – ჩაიდანში და ვნებები – ჩემში.
ყოველთვის სჭირდებოდი ჩემს სხეულს.
სჭირდებოდა სიცოცხლე ჩემს კანს და შენი სუნი – ჩემს თითებს.
მალე ბოლომდე გათენდება.
შენ გამოიღვიძებ და მე ბოლოჯერ დაგწვავ ჩემი ცხელი ტუჩებით.
ახმაურდება რეალობა ჩვენში, ან შენში – მხოლოდ.
და მიმატოვებ.
მერე გავლღვებით.
დავჭკნებით.
ვიცოცხლებთ.
ვიკვნესებთ.
და,
მიჭირს.
ცხელი ყავის ცხელი ორთქლი დახეთქილ ტუჩებს მიწვავს.
წვეთები და ნაფლეთები ყავაში ეცემა და იხსნება,როგორც ჩემი ვნებები შენში.
ის ორი ზოლი მტკივა,შენ რომ ფრთების დატეხვისას დამიტოვე,შრამად.
რომ ვცდილობ დავმშვიდდე,სასუნთქი მილი მეკეტება და ჰაერი აღარ მყოფნის.
შოკოლადიც ვეღარ უშლის ხელს ჩემი ნერვული ძარღვების
დაწყვეტას.
ვერც აყვავებული ხეების სითეთრე.
ძვირფასო,გათენდა.
მე მთელი ცხოვრება ვატარებ ამ წერტილს-ჩანთით…
Advertisements