Archive
Posts Tagged ‘მელოდიური’
აკვიატება
30/05/2010
2 comments
გვიანი საღამოდან ავიკვიატე ერთი სიმღერა.
ასე მოდის ხოლმე ხანდახან აკვიატება და რამდენიმე დღე რჩება.
მაგრამ მარტო მუსიკაში კი არ მაქვს ეს აკვიატებები, არამედ-ყველგან და ყველაფერში.
ფილმებში,სურათებში,მიმდინარეობებში,წიგნებში და ურთიერთობებშიც კი.
და რომ იცოდეთ,ეს სულაც არ არის კარგი.
პირიქით,საკუთარი თავის რწმენასაც კი გიკარგავს რაღაც მომენტში.
როცა არ იცი ეს მორიგი ურთიერთობა რაიმე სერიოზულია თუ უბრალოდ შენი მორიგი აკვიატება.
ან თუნდაც მუსიკა,უსმენ,უსმენ და საბოლოოდ კიდევ ერთხელ რომ დატრიალდება შენს პლეიერში მიხვდები,რომ უკვე გულს გიწუხებს ან უბრალოდ, გირევს.
ხოდა ახლა ამ პოსტს იმიტომ კი არ ვწერ,რომ ვიწუწუნო თუ როგორი შეწუხებული ვარ ჩემი ცვალებადი ხასიათით,უბრალოდ მინდოდა ჩემი მორიგი აკვიატება გამეცნო თქვენთვის.
ეს Rachael Yamagata-ა. : )
არ მინდა აქ ბიოგრაფია განვიხილო,ან უბრალოდ მეზარება. : )
ამიტომ ვისაც ვოკალისტი ქალების მოსმენა გსიამოვნებთ,ან უბრალოდ გიყვართ თბილი,მელოდიური ხმა და კარგ ხასიათზე ყოფნა,გადაწერეთ და პირობას გაძლევთ,თქვენ ლასთ.ფმ_ის გვერდს მთლიანად მოიცავს ეს საყვარელი გოგო.
კომენტარები