Archive

Posts Tagged ‘იდიოკრატია’

რა იქნება ათასი წლის შემდეგ ანუ ჩვენ იდიოტები ვართ

12/06/2010 5 comments
ანუ.
გუშინ ღამით სიცხით გათანგულმა საწოლამდე რომ მივაღწიე და უძილობის მორევში ჩავეშვი,ვიფიქრე ასე უაზროდ ყოფნას და იდიოტობებზე (!) ფიქრს,ჯობია ტელევიზორი მაინც ჩავრთო,იქნებ რამე ნაკლებად იდიოტური იყოს-მეთქი.
მოვმართე ტელევიზორის პულტი და იმედზე (მგონი იმედზე) წავაწყდი რომელიღაც ფილმის დასაწყისს.
ჰოდა,ვიფიქრე იქნებ რამე საინტერესო იყოს,მერე რა,რომ მაქსიმუმ 2005 წელს გამოშვებულ ფილმებს აჩვენებენ ხოლმე- მეთქი.
მაგრამ შევცდი. ის ფილმი,რომელიც დაიწყო,როგორც შემდეგ ვნახე,2006 წელსაა გამოსული. :  )
მოკლედ, არ გადავუხვევ საკითხს და ტელევიზორში ალბათ უმეტესობისთვის ნაცნობი “Idiocracy” გადიოდა.
იდიოკრატია თავის საკმაოდ კარგი სათაურით ძალიან ჰგავს ახლო წარსულში გადაღებულ ერთ ქართულ ფილმს.მაგრამ არ ვიმჩნევთ.
ჰო,ნუ აქ იმის მოყოლას არ დავიწყებ,რომ ეს კარგი ფილმია და ყველამ გადმოწერეთ და უყურეთ.
პირიქით,ეს საერთოდ არაა კარგი ფილმი.
არც რაიმე განსაკუთრებული შინაარსის მატარებელია და არც ცხოვრებას გასწავლის. :  )
უბრალოდ ეს არის ფილმი ორ ადამიანზე,რომლებიც რომელიღაც სამხედრო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და როგორც მათ ეტყვიან,ისინი უბრალოდ ერთი წლით დაიძინებენ.
არადა,მათი გამოღვიძების დროს უკვე ათასი წელია გასული და სამყარო სრულიადაა შეცვლილი.
როგორც შინაარსი,ძალიან მიმზიდველია თუმცა შეეძლოთ უფრო კარგად გადაეღოთ ეს ფილმი.
თუმცა,ახლა რატომ ვწერ მე ამ თემაზე.
მე ხომ არც ასეთი ფილმები მიყვარს და არც გადაღებით გადავრეულვარ.
უბრალოდ ამ ფილმში ძალიან კარგადაა მთლიანი მსოფლიოს პრობლემა დასმული.
იმ დროისთვის,როდესაც ფილმის მთაარი გმირი იღვიძებს,დედამიწა ნაგვითაა სავსე,ქუჩაში მთებად დგას ნაგავი და ხალხმა არ იცის სად წაიღოს ის.
წყალი აღარ არსებობს დასალევი და ხალხი რაღაც სხვა ნივთიერებას სვამს.
ინტელექტის დონეზე საერთოდ არ შეიძლება ლაპარაკი,თუმცა:
ხალხი დაშტერებული დადის,ფიქრობს მარტო საჭმელზე და სექსზე.
მინისტრებად და პრეზიდენტებად დებილები არიან და ყველაზე ჭკვიან ადამიანად ის ითვლება მსოფლიოში,ვინც იცის 10-8 რომ 2_ია.
ჩვენ ვმარტივდებით.
სამყაროც მარტივდება ნელ-ნელა.
ცოტა ხანში აზროვნებაც დაგვეზარება.
ლაპარაკიც და იმ ყველაფერს,რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ,მერე რაღაც დანადგარები გააკეთებენ ავტომატურად.
ფილმი დამთავრდა და მეც მთელი დღის სიარულით და სიცხით დაღლილმა ადვილად დავიძინე.
დავიძინე მეორე დილამდე.
იმიტომ,რომ მე ათასი წლის შემდეგ ვერ ვიცხოვრებ.
მე მიყვარს ახლანდელი სამყარო.