Archive

Posts Tagged ‘ზღვა’

ჩვენი შემოდგომა

11/10/2010 1 comment

ძვირფასო,

რამდენი ხანია,აღარ მომიწერია შენთვის.

მომენატრე.

აქ შემოდგომაა,ყვითელ ფოთლებს შორის დავაბიჯებ და მშვიდად ვარ.

შენი ჩახუტება მოენატრა ჩემს ხელებს.

შენი,კისერი,სუნი…

ხშირად ვფიქრობ შენზე,ღამე სასეირნოდ გავდივარ ვიწრო და დაუსრულებელ ქუჩებში და შენზე ვფიქრობ.

იცი,რა ლამაზია აქაურობა ღამით?აქა-იქ მბჟუტავ ლამპიონებზე მარტო ყვითელი ფოთლები ბრჭყვინავს და სულს მითბობს.
ხომ გახსოვს ჩვენი შემოდგომა?

ვეჩვევი უშენოდ ცხოვრებას.

უკვე ვგრძნობ,რომ ისე მყვარებიხარ,აღარც მჭირდები.

მე შენი სითბო მაცოცხლებს,მანდ რომ დავაგროვე..

ვიცი,რომ შენს ქალაქში ახლა ზამთარია,ძალიან ცივა და შენ გრძელ,თბილ პალტოში გახვეული დადიხარ.

ფიფქები გეცემა სახეზე და ჩემზე არ ფიქრობ.

მერე,რა.

ხომ იცი,რა მნიშვნელოვანია ჩემთვის წარმოდგენა? Imagination decides everything.

წარმოგიდგენ და ვსეირნობ.

მერე რა,თუ შენ დამივიწყე,ჩვენ ხომ არ ვგავართ სხვებს.

ჩვენ ვერ დავრჩებით მეგობრებად.

ვერც გაგიღიმებ ნაძალადევად,როცა ქუჩაში გადამეყრები შემთხვევით.

მაინც იმედი მაქვს,რომ გადამეყრები..

შემოგხედავ და თვალს აგარიდებ,შენ ალბათ ვერც შემამჩნევ,გაივლი ჩვეული სიმშვიდით და სიამაყით,მე კი გავჩერდები და მანამდე გიყურებ,სანამ თვალს არ მიეფარები.

მე არ ვარ სენტიმენტალური.

ჩვენ არ ვართ სენტიმენტალურები.

ამიტომ არ ვგავართ სხვებს და ამიტომ დავამთავრეთ ყველაფერი.

ყველანაირი შანსის და მეგობრობის გარეშე.

იმიტომ,რომ ვიცოდით ღამის 4 საათზე ჩვენი ზღვის სანაპიროზე მარტო მე და შენ შეიძლება ვმსხადარიყავით.

მარტო ჩვენ.

და არა – ცალ-ცალკე.

გინდა,არ მოგატყუო?

მე მაინც მივდივარ ღამის 4 საათზე ჩვენს სანაპიროზე და ვჯდები.

ჩუმად ვუსმენ ზღვას და იმ მუსიკას,ერთად რომ ვუსმენდით.

შენ არ მოდიხარ,დამივიწყე.

მე ყოველთვის ვიარსებებ შენით.
სოლედად

Chronicles

11/08/2010 4 comments
ჰოლლა..მე დავბრუნდი. : )
დავბრუნდი ნევროზის გარეშე,გაუმჯობესებული ხასიათით და აქერცლილი კანით.
კარგი იყო.
მიუხედავად იმისა,რომ ბრწყინვალედ არ ყოფილა ყველაფერი,მაინც კარგად ვგრძნობ თავს.
ბევრი რამ დავძლიე და ასე ვთქვათ,ზღვა მომიხდა.
საშინლად ცხელოდა,ისე საშინლად,რომ ერთხელ ისიც კი გავიფიქრე,მგონი გლობალური დათბობა იწყება და მე სად ვკვდები-მეთქი.
ზღვას ოხშივარი აუდიოდა…
არც წიგნის კითხვის თავი მქონდა,იმიტომ,რომ ერთ ადგილას გაჩერება არ შემეძლო,მაგრამ მაინც წავიკითხე ერთი დეტექტივი.
არც ახალი ნაცნობები მინდოდა,მაგრამ მაინც გავიჩინე ბლომად.
ბოლომდე დავისვენე,დავმშვიდდი,გავირუჯე,უამრავი სურათი გადავიღე და თითქოს ამ 10-მა დღემ გამზარდა კიდევაც.
სრულ აღმაფრენაში ვარ.
ზღვას რაც შეეხება..უამრავი ხალხი იყო და სიცხისგან ღამის 4საათზეც კი ცურავდა ხალხი.
ბოლო ორი დღე თითქოს მომბეზრდასავით იქ ყოფნა,მაგრამ განსაკუთრებულად არაფერი.
აწი მაგდენი ხნით აღარ წავალ ხოლმე.
სხვა რა…მივხვდი რა მაგარი გრძნობაა დილის 6საათზე თბილ,მშვიდ და კრიალა ზღვაში ცურვა,მერე ამოსვლა და Barry White-ის მოსმენა.
მართლა კარგი იყო,ეს სტიმულივით იყო და ახლა სექტემბრიდან განახლებული ენერგიით შევუდგები იმას,რაც შესადგომია.: )))
შეიძლება ბევრი რამ გამოვტოვე,მაგრამ ეს არის ის ძირითადი ემოცია,რაც ახლა ჩემშია.
ახლა კი წავედი,მონატრებული მეგობრები მოვინახულო.
ჩალაგდით და დაისვენეთ.
Bye
კატეგორიები:IMHO ტეგები:, , , ,

I fell in love at the Seaside

01/08/2010 1 comment
რამდენიმე საათში 3 წლის უნახავ ზღვას დავინახავ.
I handled my charm with time and slight of hand..

But I fell in love on the seaside
On the seaside
In the seaside…


Best wishes,4me
კატეგორიები:მხოლოდ შეშლილთათვის ტეგები:, ,

მე,მზე და ყველაფერი ფრანგული

31/05/2010 6 comments
გარეთ ისე ცხელა,5წუთი ერთ ადგილას რომ გაჩერდე,კარგად გაირუჯები.
ჯანდაბა ჩემს თავს იმისთვის,რომ დილას სარაფანი არ ჩავიცვი.
ზამთარში ორგანულად მძულს სიცივე და ასეთ სიცხეს ვნატრობ,ახლა კი პირიქით.
და მაინც, სიგრილე ყველაფერს სჯობს.
ხო,რა მინდოდა…
თბილისმა გაიხადა,ოფლმა იმატა,არანაირ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა არ შეიძლება და თქვენ წარმოიდგინეთ,არც ჩასვლა.
ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ბედნიერებისა ისაა,რომ სახლში იჯდე კონდიციონერის წინ,B-52_ს სვამდე,რამე ენერგიულს უსმენდე და ამას წერდე.
ხვალ უკვე 1 ივნისია,ზაფხული მოგვდგომია კარს,თუმცა ყველაფერი რაც ზაფხულს უკავშირდება,უკვე ვიგრძენით,გარდა უზარმაზარი(ვითომ?) არდადეგებისა.
1 ივნისს მოაქვს ზაფხული,ბავშვების დაცვის დღე(შესაბამისად მზიურში გამზეებული ბავშვები) დასვენების ნოსტალგია და კიდევ 1 თვიანი წამების დასაწყისი,ანუ გამოცდები. (ვოხრავთ)
ანუ ყველაფერი საშინელება,რა.
თან დაგვდევს ზღვაზე დასვენების,საზაფხულო ფლირტების,გათენებული ღამეების,მრავალსაათიანი ძილის,წასაკითხი წიგნების,გარუჯული კანის და უბრალოდ ბევრი სიცილის  უდიდესი სურვილი.
ამ ყველაფერს კი მოსდევს ის,რომ დავდივართ მოთენთილი,დაღლილი სახით და ველოდებით ამ ყველაფრის დაწყებას.
აი 2კვირაც და…1იც,რა…რაღა დარჩა….
ნუ,მოკლედ.
სულ ეს მინდოდა მეთქვა,მგონი.
ხო მართლა,ბლოგი მართლა თერაპიაა რაღაც მომენტში.იმ ყველაფერს წერ აქ,რასაც ვერ ამბობ ან უბრალოდ არ გინდა,რომ თქვა.
აქ დაწერ და კარგად გრძნობ თავს.
კიდევ ერთი ამოჩემება: Yann Tiersen.
უთბილესი,უსასიამოვნოესი (omg) და მთლიანად ფრანგული სულით აღსავსე : ) არის ძალიან მრავალფეროვანი,უკრავს ვიოლიონოზე,ფორტეპიანოზე და ა.შ. ამელის საუნდტრეკებიც ამას ეკუთვნის. ასე რომ, enjoy.
აქვე აღვნიშნავდი,რომ ის გრილი ამინდი ასე ძალიან რომ გვჭირდება ახლა მე და ჩემს ამჟამინდელ ფრანგულ სულს,პარიზშია.
ალბათ აქაური სიცხის ნახევარიც არ იქნება ახლა იქ და ნამდვილად ბლოგზე დიდი თერაპია იქნებოდა ჩემთვის თუნდაც 2 days in paris. :  )

ვისაც არ გაქვთ ნანახი,დასერჩეთ,კარგი ფილმია. :  ) )