Archive

Posts Tagged ‘ბანალური’

ერთი წლის შემდეგ ანუ ჰორიზონტი სიზმარში

21/05/2010 1 comment
დღეს ჩემს სკოლაში ბოლო ზარი იყო.
მერე რა,რომ მე არ დამიმთავრებია სკოლა და ჩემთვის არ დარეკილა ბოლო ზარი.მალე დაირეკება და ვხვდები,რომ არ მიხარია.
არ მიხარია ის,რაზეც აგერ უკვე რაც აზროვნება დავიწყე იმის მერე ვოცნებობ.
იმაზე,რომ არ მიწევდეს ადრე დაძინება იმის გამო,რომ დილით სკოლაში არ დაგაგვიანდეს.
არ გიწევდეს გემრიელად ძილს და კარგ სიზმარს მონატრებული თავის აწევა მერხიდან და ყველა გაკვეთილში აქტიურად ჩართვა.
არ გიწევდეს სახლში მოსულს იმაზე ფიქრი, გაქვს თუ არა ბევრი სამეცადინო და ა.შ.
მთავარია,რომ მალე დავამთავრებ და ეს ყველაფერი უკან დარჩება. დარჩება ჩემს ცრემლდატეულ გულში და ჩემი ბავშვობაც დამთავრდება.
მერე რა,რომ ჯერ არ ვიცი ის არც თუ ისე კარგი ცხოვრება, რომელსაც მშობლები გვიღწერენ,უცნობია ის ნაღველიც,უკან ვერდაბრუნებული წლების ნოსტალგიისგან რომ შემოგაწვება. მაგრამ მთავარია ვიცი,რომ აუცილებლად მოვა ჩემნაირ გულგრილ ადამიანთანაც კი,ასეთ საკითხებში.
არ დავიწყებ იმის მოყოლას,რომ ჩემი კლასი და მეგობრები განსაკუთრებულები არიან,რომ ჩვენ სხვანაირად გვიყვარს ერთმანეთი და ა.შ.
ეს ბანალურია. მთავარია,რომ მე ისინი მერხთან მსხდომები მომენატრებიან,მაგრამ სხვა სიტუაციაშიც კი, მათ გვერდით ვიქნები.
ბოლო ზარი დაირეკა.
გარეთ გამოვედი. ნაწვიმარი იყო. მაისის წვიმა მოსულა,სანამ მე ამ ფიქრებს ვუყრიდი თავს.
ჩემი მპ3 ჩავრთე და მობის ფონზე ჩამოვისერინე დაღმართი.
აქ ამას იმიტომ ვწერ,რომ მომავალ წელს.როცა ჩემთვისაც დაირეკება ბოლო ზარი, შემოვიდე და ამ ნაწერს უფრო დიდი ემოციები და სიყვარული დავუმატო.
კარგია ბავშვობა.
კატეგორიები:IMHO ტეგები:, ,