Archive

Posts Tagged ‘ამბავი’

ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია

 

ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი,როდესაც უჩნდება პროტესტი.პროტესტი როგორც ელემენტარული,ყოფითი პრობლემების,ისე ზოგადად,იმ გარემოს მიმართ,სადაც ცხოვრობს.

ეს რა თქმა უნდა არ ეხება იმ ადამიანებს,ვისი მთავარი საქმიანობა კომფორტი და მისგან სიამოვნების მიღება.მათ  როგორც უჭირთ,ასევე არც უნდათ ზედმეტი ფიქრი.

ეს ამბავი თითქმის ყველა საკითხს მოიცავს.

როცა გვიყალიბდება მსოფლმხედველობა,გვიჩნდება კითხვები და ვიწყებთ ამ კითხვებზე პასუხების მოძებნას,ვიჭედებით.

ჩემთვის მაგ დროს მთავარი საკითხი რელიგია იყო,თუმცა ეს არ გვინდა.მე რამე კონკრეტულზე არ ვწერ ახლა.ვწერ ზოგადად,პროტესტზე.

 

პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა არსებობს და კიდევ უფრო მეტი რამ,რის გამოც ადამიანს,კერძოდ და უმეტეს შემთხვევაში კი “თინეიჯერს” უჩნდება ის.

ვფიქრობ,რომ პროტესტი ყველა ასაკსა და გარემოებაში ერთნაირია:დროებითი და ადვილად გადასაჭრელი.

ადრე თუ გვიან,გამპროტესტებელი (თუ რა თქმა უნდა მართლა აწუხებს პრობლემა)დაფიქრდება,გაანალიზებს,მიხვდება ყველაფერს,ან უბრალოდ სიტუაცია შეიქმნება ისეთი,რომ მიხვდება,ყველაფერი ცვალებადია.

 

 

“ნუ გვიშლით ხელს ვიაროთ საკუთარი გზით,დრო ხომ წარმავალია.” – დილანი.

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი,როცა უბრალოდ მოდის ემოცია,გაარღვიოს ყველა სოციალური ტაბუ,დაამსხვრიოს სტერეოტიპები და რეალობა უხეშად აღწეროს.

ეს ემოცია მოდის და რჩება ჩვენთან.საჭირო დროს იღვიძებს და პროტესტის სახით გვევლინება.

ეს კარგია.ეს ნიშანია იმის,რომ შენ კი არ არსებობ,ცხოვრობ,პიროვნება ხარ და ადგილი გაქვს ამ სამყაროში.

 

თუმცა საკითხავია,შენ ცხოვრობ იმისთვის,რომ შენი წვლილი შეიტანო მსოფლიო ცხოვრების განვითარებაში,თუ ცხოვრობ იმისთვის,რომ უბრალოდ სიამოვნება მიიღო?

 

ეგზისტენცი ადამიანია,რომელიც არ ემორჩილება საზოგადოებას.ის გახსნილი ადამიანია და აღქმულია,როგორც ღია რეალობა.

ადამიანი მუდმივად ეძებს თავის “მეს” და ქმნის საკუთარ თავს.

“ეგზისტენციალისტების აზრით,რეალობა გაიგება და განიცდება მხოლოდ პირად გამოცდილებაში.ამ ცხოვრებისეული გამოცდილების წყაროდ კი მათ მიაჩნიათ ძრწოლა,რომელსაც ადამიანი პირველად განიცდის მაშინ,როცა გააცნობიერებს ამქვეყნიური არამყარი და უსაფუძვლო ყოფნის სასრულობას,რაც გარდაუვალი სიკვდილით მთავრდება.”

ადამიანი შეიცნობს თავის დანიშნულებას.ანუ იმას,რომ მას არ აქვს არანაირი დანიშნულება და გადაწყვეტს,იცხოვროს სიამოვნებისთვის თუ  – ავტორიტეტისთვის.

 

და ბოლოს,უბრალოდ ჰიპის,ჯერი რუბინსის სიტყვები:

“ჩვენ გვაქვს იდეები და მათი განხორციელების საშუალებად მიგვაჩნია სექსი,გრძელი თმები,ჯაზი და დოპინგი.ჩვენ გვინდა შიშვლებმა ვირბინოთ კონგრესის დარბაზებში.მარიხუანა ადამიანს ღმერთამდე ამაღლებს.იდეოლოგია ტვინის დაავადებაა.დიდი ნახტომებით წინ მივყავართ იმპულსებს და არა თეორიებს.”

ეს თავისუფლებაა.

 

Advertisements

ალასკა

 

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ დაიწყო.მაშინ,როდესაც ჩემი ქვეყნიდან წასვლა საბოლოოდ გადავწყვიტე.

მე ერთი ლამაზი ქვეყნიდან ვარ,რომელსაც მთები აკრავს გარშემო.

ამ მთებზე თოვლი თითქმის არ დნება და ყოველთვის ულამაზესი სანახავია.

ყველაზე წითელი შემოდგომა იცის და ოქტობრის თვეში ქუჩაში მოსეირნეს ყვითელი ფოთლები გეხლართება თმაში.

 

მე ვხატავ.

სამ თვეში ერთხელ,პარასკევ დღეს ერთ ვიწრო ქუჩაზე,პატარა გალერეაში გამოფენას ვაწყობ.

სახლიდან იშვიათად გავდივარ და როცა გავდივარ,მეშინია,ხატვა არ მომინდეს და მყუდრო ადგილი ვერ ვიპოვო.

ჩვენს დედაქალაქში ძალიან ცოტა ადგილია მყუდრო და ალბათ მაგიტომ.
ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება დრო,როცა რუტინა გბეზრდება.

თუ არ დამდგარა ჯერ,დაელოდეთ,აუცილებლად დადგება,რაც არ უნდა იდეალური იყოს ის.

ჩემს ცხოვრებაშიც დადგა.

მომბეზრდა ჩემი დილა,ყავა,სიგარეტი,იგივე გარემო,ძველი მოლბერტი და ერთი და იმავე იდეით გადაბმული ნახატები.

ჩემოდანი გადმოვიღე და…

 
მე უკვე ორი წელია,ალასკაზე ვცხოვრობ.

აქაურობა ულამაზესია.

მართალია მთები საერთოდ არაა,მაგრამ სამაგიეროდ ოკეანეა,რომელიც ყოველთვის გაყინულია,როცა მე მის სანაპიროზე ვსეირნობ.

თითქმის ყოველთვის ცივა.

მე აქაც იშვიათად გავდივარ გარეთ,ამიტომ ძირითადად ბუხართან ვზივარ,ვხატავ და მუსიკას ვუსმენ.

 


აქ რომ ჩამოვედი,ყველაფერი შევცვალე.მე ხომ მობეზრებული მქონდა რუტინა?

ახალი მოლბერტი ვიყიდე,ახალი ფანქრები,ბევრი ფურცელი და თქვენ წარმოიდგინეთ,განსხვავებულ მუსიკასაც ვუსმენ.

მეგობრები არ მყავს.არც მჭირდება,ამას ოთხი დღის წინ მივხვდი,როცა ამდენი ხნის შემდეგ ლუდი მარტომ დავლიე.

მთელი საღამო ვსვამდი,ბოლოს რამდენიმე წუთი ისტერიულად ვიცინოდი და სწორედ მაშინ მივხვდი,რომ მეგობრები არ მჭირდება.

მხოლოდ ის მჭირდება,რომ არ მციოდეს,ჩემი მეგობრები კი ვერასდროს მათბობდნენ.

 
აქ,ალასკაზე,მხოლოდ ერთი გალერეა და რამდენიმე მხატვარია.

მე ყველას ვიცნობ პირადად და ძირითადად ერთად გვაქვს ხოლმე გამოფენები,რა თქმა უნდა,ყოველ პარასკევს.

ეს დღე მე შევარჩიე.

ერთხელ,როცა მორიგი გამოფენა მქონდა,ერთი ბიჭი გავიცანი,ფოტოგრაფი.

ეს ერთი წლის წინ იყო.იმის მერე ყოველ პარასკევს,გამოფენის შემდეგ ჩემთან მოდის და ჩვენ ერთად ვიძინებთ.

არა,ჩვენ არ გვაქვს სექსი,ჩვენ უბრალოდ ერთად გვძინავს.

მე შეგნებული მაქვს,რომ ეს მხოლოდ პარასკევობით ხდება,მაგრამ მაინც ყოველ საღამოს ვშლი მისთვის ლოგინს.

არა,არ მიყვარს,ეგ როგორ იფიქრეთ,არც ასეთი სენტიმენტალური ვარ.

 

 

ის ყოველთვის მეფერება,მთელ სხეულს მიკოცნის.

რამდენჯერმე უფრო მეტიც მოინდომა,მაგრამ მე შევაჩერე,არ მინდოდა.

ასე უფრო კარგია.

ასე უფრო ლამაზია ყველაფერი.

მერე ვიძინებ და მესიზმრება,როგორ მიღებს მძინარეს ფოტოებს,ეს ძალიან რეალურია,ალბათ ამიტომ,რომ მეორე დილას ამ ფოტოებს მის აპარატში ვნახულობ.

ვდგები,შიშველი გავდივარ სამზარეულოში და ყავას ვდგამ.

ჩვენ ერთად ვეწევით,მერე ის მეკითხება,შეიძლება თუ არა,რომ მაკოცოს,მე ვუღიმი და თავს ვუქნევ.

ის მკოცნის და მიდის.

 
ჩვენ ალასკაზე ვცხოვრობთ,სადაც ოკეანე ყოველთვის გაყინულია და არავის იცის,სად არიან ამ დროს იხვები.

ჩვენ ყოველ პარასკევს ვხვდებით ერთმანეთს,ის მეფერება და მე ვთბები.

 
მე შემიძლია ვიცხოვრო სიყვარულის გარეშე.