ილუზიები

ამ შუა ზაფხულში,როდესაც წესით გრილ,მშვიდ ადგილას ჰამაკში უნდა ვიწვე და რომელიმე კარგ წიგნს ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობდე,ბანალურ,უკვე მოძველებულ ადგილას ვზივარ და ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო..
აზრები რა თქმა უნდა ბევრია და როგორც ყოველთვის,დეპრესიული.
ცარიელი შოკოლადი უკვე შოკოლადის ნაყინით შეიცვალა,თუმცა ეს სულაც არ ყოფილა საკმარისი ბედნიერებისთვის.

რეალურად,ჩემი უკანასკნელი ექსპერიმენტი იმის თაობაზე,რომ შემეხედა ყველაფრისთვის მარტივად,მარცხით დასრულდა.
აღარც უკვე შესისხლხორცებული ფრაზა – ჭეშმარიტება სიმარტივეშია – მუშაობს და პროგრესისკენ წასული მდგომარეობა საწყის ეტაპს დაუბრუნდა.
საწყლი ეტაპი კი რაღა თქმა უნდა,ძიების პროცესია.

ამ ყველაფრის ფონზე აღარც ერთიანი ეროვნული გამოცდების დამთავრება მახარებს,რომელსაც ასე გულის ფანცქალით ველოდი და არც ისე ცუდი დასასრული ჰქონდა და არც მოსალოდნელი “ახალი ცხოვრების დაწყება”.

 

 

 

მაწუხებს ფიქრები მარტოობასა და ემოციებისგან დაცლაზე.
გარშემო თითქოს კი არა,ყველაფერი რიგზეა,მაგრამ ეს სულაც არ არის ის მიზეზი,რის გამოც შეიძლება კარგად იყო.
კარგად ყოფნა სულ სხვა რამეა.
სულ სხვა რამე და გაცილებით რთული.
მარტოობაზე რთული.

მარტობაა მაგარია,იმიტომ,რომ ეს ის მდგომარეობაა,რომელშიც ადამიანი მთელი ცხოვრება იმყოფება.
მხოლოდ ხანდახან,ან უფრო ხშირად,დგება მომენტი,როცა შენს რელსებზე,რომელსაც ასე სათუთად უვლიდი,შეგხვდება ადამიანი და მოვა ილუზიაც:მეგობრობის,ან უარეს შემთხვევაში – სიყვარულის.
მერე ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს.
თქვენ ერთმანეთი უნდა იპოვოთ.
სიტყვებში,შეხებაში და ფიქრებშიც..
უმეტეს შემთხვევაში კი ეს ძალიან,ძალიან რთულია.
ან ცალმხრივია,ან ემოციურად ვერ უგებთ ერთმანეთს,მაგრამ უფრო ხშირად ეს მაშინ ხდება,როცა ელემენტარულ რამეში ვერ თანხმდებით.
მაგალითად ეს შეიძლება მაშინ მოხდეს,როცა მე სექსის დროს მინდა ხელიხელ ჩაკიდებულები ვიყოთ,ის კი ამას ვერ ხვდება.
ასეთი წვრილმანი უამრავია.

ადამიანი კი ძალიან დაუმორჩილებელი არსებაა,თან ისეთი,რომ უმეტეს შემთხვევაში საკუთარ თავსაც არ ემორჩილება.
ამიტომ ამ დროს შეიძლება გაგახსენდეს ყოფილი შეყვარებული ან თაყვანისმცემელი,რომელიც გუშინწინ მესიჯებს გიგზავნიდა.
და მერე ის გაიღვიძებს,აი რომ ძინავს ხოლმე და საჭირო დროს,საჭირო ადგილას იღვიძებს და გქენჯნის.

 


ასე ინგრევა ურთიერთობები.
ან ილუზიები ურთიერთობებისა.

მარტოობა ხომ ის მდგომარეობაა,რაშიც სულ ვიმყოფებით.

enjoy:)

 

  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი