შავი შოკოლადი

ამ ბოლო დროს,ბევრს ვფიქრობ ურთიერთობებზე.
ალბათ ეს გარშემო მიმდინარე მოვლენების და პირადულის ბრალია,თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.
მთავარი ისაა,რომ მიწევს ვიფიქრო იმაზე,თუ როგორი შეიძლება იყოს “იდეალური” ურთიერთობა გოგოსა და ბიჭს შორის.

ძალიან ხშირად ვხვდები მომენტს,როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ,თუმცა ერთად არ/ვერ არიან.
ეს ძირითადად გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით,თუმცა მინდა ყველაზე მნიშვნელოვანზე გავამახვილო ყურადღება – მათ უბრალოდ ერთმანეთი ბეზრდებათ.
(შეიძლება ეს უკვე ყბადაღებული თემაა,მაგრამ ჩემთვის ახლა გახდა აქტუალური.)

როგორ უნდა მოიქცეს გოგო/ბიჭი (სრულიად თანაბარ შესაძლებლობებს ვანიჭებ,ხაზგასასმელია) როდესაც თავისი მეორე ნახევარი ასე უბრალოდ ადგება და გადაწყვეტს,რომ მასთან ურთიერთობა არ უნდა?
რა ბანალურია.

მგონი არავისთვის ახალი და უცხო იმაში არაა,რომ აქ მეგობრების/ახლობლების/დაქალების/ძმაკაცების უმრავლესობა გეტყვით,რომ “მერე რა,ცხოვრება გრძელდება,უკეთესი მოვა”. მაგრამ დამეთანხმებით,რომ მოცემულ მომენტში არც უარესი და არც უკეთესი არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა ის და მორჩა!
ვვარდებით დეპრესიაში,დავდივართ დაგრუზული სახით,ფაქტობრივად არ არსებობს ადამიანი,ვის ხუმრობაზეც გავიღიმებთ(გაცინებაზე აღარ მაქვს ლაპარაკი) და უბრალოდ ვფიქრობთ,რომ ვერ შევძლებთ ცხოვრებას მის გარეშე.
აქვე მინდა აღვნიშნო,რომ ეს ყველა ზემოთჩამოთვლილი მხოლოდ მსუბუქი და გავრცელებული ფორმებია,ამაზე უარესი სულიერი მდგომარეობებიც არსებობს,რაღა თქმა უნდა საყვარელ ადამიანთან დაშორების დროს.

და აქვე დავსვამ კითხვას,არის კი ჩვენი “საყვარელი” ადამიანი საყვარელი?
რამდენი დრო გვჭირდება იმის მისახვედრად,თუ ვინ მოგვწონდა უბრალოდ და ვინ მართლა გვიყვარდა?
ან როგორი ემოციური დამოკიდებულებაა ერთმანეთს შორის ეს სიყვარული?
და კიდევ ერთი:
თუ ვიცით,რომ ყველანაირი ურთიერთობის ლოგიკური დასასრული დაშორება ან უბრალოდ მარტივად – ურთიერთობის გაციებაა,რატომ ვიწყებთ?
რატომ ვართულებთ?
ხომ შეიძლება შემოვიფარგლოთ მხოლოდ ერთმანეთთან ყოფნით,სითბოთი,ჩახუტებით,სექსით…ისე,რომ ერთმანეთთან ყოფნა გვსიამოვნებდეს და მორჩა.
საჭიროა ყოველ წამს ერთმანეთისთვის მიწერილი მესიჯები ტექსტით:”სად ხარ?”

Imho,ეს უაზრო და ბავშვური ფაქტები ურთიერთობას ართულებს,აბეზრებს,აერთფეროვნებს და უბრალოდ არასასურველს ხდის.
ამიტომაც ვიღვიძებთ დილას და ვხვდებით,რომ it’s all over.
რის შედეგადაც ვიღაც აუცილებლად რჩება გულნატკენი.

და მხოლოდ საჭიროებისამებრ რომ ჩავრთოთ ხოლმე გულები,არა?

  1. 06/05/2011, 3:54 AM

    ელე მიყვარხარ 🙂

  2. 06/05/2011, 6:04 PM

    ალეეექს.მეც: ))))))

  3. Tornike
    08/05/2011, 12:51 AM

    “”საჭიროა ყოველ წამს ერთმანეთისთვის მიწერილი მესიჯები ტექსტით:”სად ხარ?”””
    არა.

  4. 08/05/2011, 1:15 AM

    იცი რაშია საქმე… იყო დრო როცა მტოვებდნენ და მასე უაზროდ ვიტანჯებოდი სერიალის ქაჯი პერსონაჟივით. მოვიდა დრო როცა მე ვტოვებ და ეხლა მივხვდი რას გრძნობს ადამიანი როცა აღარ გიყვარს და იმას ამის გაგონებაც კი არ უნდა. აუტანელია!!!!!!! დამიჯერე ორივე მხარე იტანჯება ამ დროს და არც ერთისთვის არ არის ადვილი.
    რაც შეეხება მესიჯებს ვთვლი რომ ყველაზე მარტივი და აუცილებელი ფორმაა სიყვარულის გამოსახატავად. მათი რაოდენობის პირდაპირ პროპორციულია ადამიანის ინტერესის მაჩვენებელი კოეფიციენტი და არ მივიღებ არანაირ კამათს! უბრალოდ დამეთანხმეთ.
    თუ მესიჯის წერას ტანჯვად მიიჩნევ და გაღიზიანებს – შეეშვი რაა….! მარაზმია მესიჯობანაზე უარის თქმა და სიყვარულის მტკიცება.
    თავისუფალი, უსიყვარულო ურთიერთობები კიდევ ვერაფრით ვერ შეცვლის ნამდვილ სიყვარულს! ვისაც სექსი უკვე აქვს დამეთანხმება.
    ანუ სექსის შემდეგ ერთი სული გაქვს როდის გაქრება ჟინის დასაკმაყოფილებლად არსებული ტიპი.
    ორგაზმის დადგომის მერე ჯობია საერთოდ აორთქლდეს შენი მხედველობის არედან.
    ფაქინგ თრუს!!!!!!!!!!!

  5. 08/05/2011, 1:33 AM

    აქსიომა..მადლობა კომენტარისთვის 🙂

    ჰო..რაც შეეხება.
    მესიჯობა აუცილებელია.
    მაგრამ არა – მთელი დღე.
    და ვფიქრობ,რომ ადამიანთან,რომელთანაც სექსი გაქვს,ის გიზიდავს კიდეც და ეს მიზიდულობა სექსის შემდეგ არ უნდა გაქრეს.და როცა არ ქრება,ლოგიკურად,გრძელდება მასთან თავისუფალი ურთიერთობა..მერე შეიძლება სიყვარულიც მოვიდეს.ანუ მე ვამბობ,რომ ურთიერთობა უნდა დაიწყოს სექსით.
    ადამიანი თუ არ მოგწონს,იმასთან ჟინის დასაკმაყოფილებლადაც კი არ უნდა დაწვე.ჩემი აზრით.

  6. Tornike
    08/05/2011, 2:50 AM

    “”რაც შეეხება მესიჯებს ვთვლი რომ ყველაზე მარტივი და აუცილებელი ფორმაა სიყვარულის გამოსახატავად. მათი რაოდენობის პირდაპირ პროპორციულია ადამიანის ინტერესის მაჩვენებელი კოეფიციენტი””
    ყოველ 15 წუთში ერთხელ მოსული “რას შვები?” ტიპის მესიჯები დიდი ხანი ვერ ინარჩუნებს საინტერესოობას : )

  7. 19/05/2011, 3:54 PM

    მესიჯები ნამდვილად არაა საჭირო. დაშორებას რაც შეეხება, დამიჯერე, დაივიწყებ ვიღაცას თუ არა, იმაზე კი არაა დამოკიდებული, რა კარგი, ან რა ცუდია ის. ეგ იმაზეა დამოკიდებული, შენ რამდენად ძველი ფურცლის ამოგლეჯა და ახლის გადაშლა ^_^

  8. 19/05/2011, 5:38 PM

    ჰო. მართალი ხარ.
    ადამიანზეა დამოკიდებული.
    ჩემთვის, “ძველი ფურცლის ამოგლეჯა და ახლის გადაშლა” ძალიან საინტერესოა ხოლმე და ზოგჯერ სასარგებლოც. კარგი იქნება ყველასთვის ასე რომ იყოს. : )

  9. 21/05/2011, 6:44 AM

    ძალიან ბევრ საკითხს ეხები და თითოეულზე ბლომად იბაასებდა კაცი.
    სახელდობრ:
    1.”როგორ უნდა მოიქცეს გოგო/ბიჭი როდესაც თავისი მეორე ნახევარი ასე უბრალოდ ადგება და გადაწყვეტს,რომ მასთან ურთიერთობა არ უნდა?”
    2.”არის კი ჩვენი “საყვარელი” ადამიანი საყვარელი?”
    3.”რამდენი დრო გვჭირდება იმის მისახვედრად,თუ ვინ მოგვწონდა უბრალოდ და ვინ მართლა გვიყვარდა?”
    4.”როგორი ემოციური დამოკიდებულებაა ერთმანეთს შორის ეს სიყვარული?”
    5.”თუ ვიცით,რომ ყველანაირი ურთიერთობის ლოგიკური დასასრული დაშორება ან უბრალოდ მარტივად – ურთიერთობის გაციებაა,რატომ ვიწყებთ?”
    6.”ხომ შეიძლება შემოვიფარგლოთ მხოლოდ ერთმანეთთან ყოფნით,სითბოთი,ჩახუტებით,სექსით…ისე,რომ ერთმანეთთან ყოფნა გვსიამოვნებდეს და მორჩა.”

    1. მე მგონი ზედმეტ კონწიალს აზრი აღარ აქვს. ჩემ შემთხვევაში ასეა, თუ ერთი ნუტო მაინც გაიფიქრე რომ ”ამასთან” აღარ მინდა, მორჩა, დამთავრებული ამბავია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოძებნო სხვა…
    2. ამას მხოლოდ ერთად ყოფნის დროს უნდა დაუკვირდე და არა ურთიერთობის დამთავრების შემდეგ. თუ კი ვარქმევთ მაშინ არის კიდეც ელენ, თუ არადა ესე იგი თავსაც ვიტყუებთ და მასაც ვატყუებთ…
    3. წარსულზე ფიქრს რარა აზრი აქვს?
    4. ჩემი აზრით ეს ინდივიდუალურია…
    5. მიმზიდველია, ვნებიანია, სასიამოვნოა…
    მასე სიცოცხლეც სიკვდილის პირობით არ გვეძლევა 🙂 ნამეტანი ცუდად ვიხუმრე?
    6. კი ასეც შეიძლება, მაგრამ წესის მიხედვით სიყვარულობანა და უსიყვარულოდ სექსიც უაზრობაა. როგორც გაგისწორდება ისე უნდა მოიქცე. არჩევანია მხოლოდ შენი გასაკეთებელი. მოძებნე შესაბამისი პარტნიორი და ეგაა…

  10. 21/05/2011, 12:12 PM

    დამაჯერებელია შენი პასუხები ნიკუშ. : )

    თუუმცა ყველაზე მეტად შენი თანხმობა მომეწონა იმაზე,რომ ყველანაირი ურთიერთობის ლოგიკური დასასრული დაშორებაა.
    მიმზიდველი,ვნებიანი და სასიამოვნო კი ყველა ახალი ურთიერთობა თუ ფლირტია და ამიტომ,რამდენი უნდა გვყვავდეს? : )
    ჰო ვიცი,რამდენიც გვინდა.

  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი