მთავარი > IMHO > “თავისუფლად მოაზროვნე”

“თავისუფლად მოაზროვნე”

ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი იმაში,რომ საზოგადოება,სადაც მე ვტრიალებდი,ჯანსაღი იყო.

ჯანსაღი ყველანაირი გაგებით.

ნორმალურად აზროვნებდნენ,იყვნენ კომპლექსებისგან თავისუფალნი და გააჩნდათ თავიანთი პირადი ცხოვრება.

ესმოდათ ყველანაირი ქვესათაური ყველანაირი ქმედების და სხვის საქმეში ცხვირს უბრალოდ არ ჰყოფდნენ.

მაგრამ თურმე იმაზე მეტი იმედგაცრუება არსებობს ცხოვრებაში,ვიდრე შენი ფლირტების რაოდენობაა.

აღმოჩნდა,რომ ამ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს შორის,ერთი,ღმერთო ჩემო,ერთი ადამიანიც კი არ არსებობს,რომელიც სწორად აღიქვამს შენს საქციელს.

თურმე მათ შეუძლიათ დაგცინონ და ამით საკუთარ თავზე ამაღლდნენ,

თურმე მათ შეუძლიათ პიროვნება–შენ,თემად გაქციონ და ამ თემაზე დაუსრულებლად “იჭორაონ”,

თურმე მათ შეუძლიათ ერთი ხელის მოსმით დაანგრიონ წლების განმავლობაში შენარჩუნებული ურთიერთობა და ეს მხოლოდ იმიტომ,რომ შენ “სხვანაირად აზროვნებ”.

თურმე მათ შორის არ არსებობს ადამიანი,რომელიც წინ აღუდგება ამ “ბრბოს” და გაგამართლებს,იმიტომ,რომ ამით მისი სახელიც შეიბღალება და მერე  “რას იტყვის ხალხი?”

ამ ადამიანებს შეუძლიათ ერთი “ფეხის გადაბრუნებისთვის” დაგკარგონ და არ იფიქრონ შენზე.მათ ეს არ აინტერესებთ.

ისინი შენზე მაგრები არიან,

ისინი შენზე სუფთად ცხოვრობენ,

ისინი პატიოსნები არიან,

ტრადიციებს პატივს სცემენ,

სექსზე ღიად არ ლაპარაკობენ,(იმიტომ,რომ ეს უზრდელობაა)

პატივს არ სცემენ ადამიანებს სრულიად უმიზეზოდ,მაგრამ ზუსტად ამ ადამიანებს მეორე წუთას ტრაკში უძვრებიან!

გოგოებს,რომლებსაც მეგობრებს,”დაქალებს” ეძახიან,ღიად,გახსნილად ვერ ესაუბრებიან,ზუსტად იმის გამო,რომ ეს არ შეიძლება.ის გოგოა და როგორ შეიძლება?

და თუ დაელაპარაკები,

და თუ შენი ქმედება მათ ბნელ აზროვნებაში არ ჩაჯდება,

და თუ შენ მათთვის მიუღებელი იქნები,

ისინი ყოველ წამს,ზიზღით შემოგხედავენ,პირს მიაბრუნებენ და დაგცინებენ,გვერდზე გავლენ და იჭორავებენ და ამით ისინი კმაყოფილები იქნებიან.

საკუთარი თავდაჯერებულობა მოემატებათ და თავს მაგარ ტიპებად ჩათვლიან,იმიტომ,რომ ისინი “სწორად ცხოვრობენ”,ისეთ საქციელებს არ სჩადიან,რაც “ლამაზი არაა” და ყოველთვის “პატივსაცემი” და სანაქებო პიროვნებები იქნებიან.

ექნებათ “წმინდა ოჯახი”,”საუკეთესო თანამდებობა” და ეყოლებათ “პატიოსანი შვილები”.

მაგრამ ღამე,როცა დაწვებიან,

აი ზუსტად მაშინ,სანამ დაიძინებენ და გავლილ დღეზე,თვეზე ან უბრალოდ ცხოვრებაზე დაფიქრდებიან,

აუცილებლად მოუნდებათ იყვნენ ყველაზე გარყვნილი ადამიანები,ყველაზე თავისუფალი ჩარჩოებისგან და გვერდზე ისეთი ადამიანები ეწვნენ,რომლებიც ისე დააკმაყოფილებენ ყველაფრით და ყველანაირად,რომ სხვის ცხოვრებაში ცხვირების ჩაყოფის სურვილი უბრალოდ არ ჰქონოდათ.

მე კი უბრალოდ…

შეგეცით ბნელ ტვინში!

  1. 12/03/2011, 2:57 PM

    დასასრული ყველაზე კარგი და სწორი იყო ^_^

  2. 01/04/2011, 4:38 AM

    უხ, გენაცვალე!

  3. 07/04/2011, 2:12 AM

    მომეწონა პოსტი, მაგრამ შეეცადე უცენზურო სიტყვები (ბოლო ხაზს ვგულისხმობ) ნაკლებად გმოიყენო… იმიტომ კი არა, რომ უზრდელობაა, არა, უბრალოდ ცუდი შეგრძნება მეუფლება ხოლმე, როცა ასეთ კარგ პოსტს ვკითხულობ და უცბად სემიჭკაცოხნფურთხია სახეაჭარხლებული ხეპრეების საყვარელ ფრაზებს ამოვიკითხავ ხოლმე. არ გიცნობ, მაგრამ ეგეთი რომ არ ხარ, ნამდვილად ვიცი (დაგენიძლავები თუ გინდა 😀 ).
    ნუ იმის თქმა მინდოდა, რომ სხვა, უფრო ლიტერატურული სიტყვებიც არსებობს ემოციების გამოსახატად 🙂

  4. 07/04/2011, 5:02 PM

    Stichoza

    რა თქმა უნდა.
    არ შემიძლია არ დაგეთნახმო :))
    უბრალოდ ამ “ნაწერს” არ აქვს ლიტერატურულობაზე პრეტენზია..სიტყვის მასალაა და საკმაოდ უხეში.
    თორემ რეალურად რომ ვერ შევასრულებ ეს ხომ ცხადია.. :))

  5. 18/06/2011, 11:48 PM

    auuu ra magariiiaaa :X:X

  6. 08/07/2011, 4:38 PM

    ზუსტად გაქვს ასახული დღევანდელი ”საზოგადოება”, რომელიც ბრბო უფროა. მეც ხშირად მტკივა გული, როდესაც ასეთ “საღად” მოაზროვნე ადამიანებს ვხვდები. ყოველთვის ვცდილობ, რომ დავუმტკიცო რომ არ არიან მართლები, რომ სხვანაირად აზროვნება არ ნიშნავს აუცილებლად ცუდს, რომ რელიგიის გამო ადამიანი არ უნდა განსაჯო და ა.შ მაგრამ შედეგად ვიღებ იმას, რომ ზიანი მეთვითონ მადგება ასეთი აზროვნების გამო. მთავარია იმედი გვქონდეს, რომ ყველაფეირ შეიცვლება და რა თქმა ვიმოქმედოთ ამისთვის : )

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: