სიგიჟე

 

ამ ბოლო იმედის ჩაბღაუჭებას ვერ გადავეჩვიე მოკლედ…

მე მგონი იმედები და ნდობა გამიქრა.

არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა.

მიჭირს თავს მოვერიო და სისულელეებს ვაკეთებ.

ან იქნებ არც არის სისულელეები,უბრალოდ ასე ჩანს იმისთვის,ვისთვისაც ჩემი ემოციები უცნობია.

არადა მეგონა თავს ბოლომდე ვამჟღავნებდი.

მეგონა ასე ძალიან არ მომენტარებოდი.

მეგონა შენც იმავეს გრძნობდი,რასაც მე.შეიძლება მეტსაც.

მეგონა როგორც იქნა შეგხვდი.

მეგონა,რომ დამთავრდა სხვა ყველაფერი და გაჩერდა სამყარო ჩვენ ირგვლივ.

მეგონა ბევრ რამეს მასწავლიდი.

მეგონა არ ჰგავდი სხვებს,უამრავი რომ ყრია გარშემო.
ჩემს თავს არ ვამართლებ,მაგრამ მე მართლა გიჯერებდი.

ცოტა სხვანაირად წარმომედგინა ყველაფერი.

შეიძლება მე ზედმეტად ვუფრთხილდები ჩემს გულს _

იქნებ ამის გამოა,რომ ყოველთვის,როცა ვწერ,

მეტირება.

უბრალოდ არ მინდა წარმოდგენა შემეცვალოს.

შენზე,

ადამიანებზე,

ბიჭებზე,

გოგონებზე,

დედებზე,

მწერლებზე,

მხატვრებზე,

ბავშვობაზე

და რაც ყველაზე მთავარია,

საკუთარ თავზე.
მაგრამ მე მგონი უკვე შემეცვალა.ამაზე ჩემი ცრემლები მეტყველებს.
ყელში ბურთი მეჩხირება.
რაღა მაინცდამაინც ახლა?
მე მართლა მარტო ის მჭირდებოდა რასაც გეუბნებოდი.
ყურადღება,

ერთგულება

და

მოფერება.
ისიც მე მქონოდა ამ ყველაფრის უფლება.
შენით ვიყავი სავსე და ასეთი სულიერი სისუსტე ჯერ არ მიგრძვნია.
მე სულელი ვარ,დებილი ბავშვი,რომელსაც ყველასი და ყველაფრის სჯერა.
მზადაა აიტანოს შენი ყველაფერი,

უყურადღებობა,

არასტაბილურობა,

არამზრუნველობა,

არაერთგულება…

მაგრამ
გულს მტკენ.

ვეღარ ვიღიმი.

 
ჯობია დილა უშენოდ გავათენო…

Advertisements
  1. 02/02/2011, 1:22 AM

    ფიქრებშიც განუხორციელებელი სიგიჟე…
    ისე, მთავარია მონდომება – ც 😉

  2. line
    09/02/2011, 9:15 PM

    ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,თითქოს ვიცი,ვისი ხელი ურევია აქ.
    შეგიძლია ინიციალი დაწერო? : )

  3. 23/02/2011, 12:43 AM

    “ვეღარ ვიღიმი” ნნაცნობი შეგრძნება იყო ჩემთვისაც, კარგად მესმის!
    ახლა გამიარა…
    შენც გგივლის

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: