მისტერ ტეოდორ

 

გამარჯობა მისტერ ტეოდორ.

გილოცავთ ახალ ათწლეულში შებიჯებას.

თქვენც შენიშნეთ,არა?რამდენი რამით გამოვირჩევით.

გადავაბიჯეთ ოც საუკუნეს და ერთ ათწლეულს.

რააამდენიააა…

აი იმაზე მეტი,რამდენ ადამიანსაც თქვენი გული ვერ დაიტევს.

მარტო თქვენ მიცნობთ და იცით,რომ თქვენი გული მე მეკუთვნის.

და გესმით,ზედმეტ შეკითხვებს არ სვამთ…

იცით,გუშინ ჩემი ლექსის ერთ–ერთი სტროფი ვნახე წაწერილი  წიგნების მაღაზიის კედელზე.

თავიდან გავბრაზდი.

აუუუ..ძალიან გავბრაზდი…მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი,რომ ეს ჩემი ეგოისტობაა.

ისევ და ისევ ჩემი ეგოისტობა.

მერე რა,თუ ვინმეს ჩემი ლექსი მოეწონა?

არც არაფერი.პირიქით,უნდა მიხაროდეს.

ხოდა გამახსენდა,რომ თქვენ,მისტერ ტეოდორ,ამ ყველაფერს მეტყოდით…ხოდა გამიხარდა.

მხოლოდ თქვენ ზრუნავთ ჩემზე.

მხოლოდ თქვენ და ჩემი გამზრდელი დედა.

მიუხედავად იმისა,რომ მე მისი შვილი არ ვარ,მაინც როგორ ვუყვარვარ,არა?

ძალიან საყვარელია.

ხანდახან მიჭირს ხოლმე მისი აღქმა,მაგრამ მაშინ,როცა ჩემზე ლაპარაკობს უცხოებთან…ზის და ჩემს დადებით და უარყოფით მხარეებზე ლაპარაკობს…ზის და უბრალოდ ამბობს,რომ ჩემი ეშინია,მაშინ ვხვდები,რომ ის დედაჩემია.

რომელიც მაძლევს უფლებას ვიცხოვრო ისე,როგორც მინდა,მაგრამ არ გავიმეორო მისი შეცდომები.

მას ხომ ამდენი შეცდომა დაუშვია…საწყალი.

მაგრამ სხვისი შეცდომების სწავლა ხომ რთულია,მისტერ ტეოდორ?მეთანხმებით,ხომ?

ადამიანებს ხშირად არ აქვთ შინაგანად იმხელა ნებისყოფა,რომ გაიგოს და დაიჯეროს,რომ შეცდომას უშვებს.

მაშინ რა უნდა ქნას?

ვიცი ახლა ამაზე თქვენ თქვენსავე ზოლიან კაშნეს მოიხსნიდით და მაჩვენებდით,რომ ეს თეთრი ზოლია და რომ ეს შავი ზოლია და რომ მე ამის გარჩევა უნდა ვისწავლო.

გარჩევა,შესწავლა და არჩევანის გაკეთება.

რომ რაღაც  კარგია და რაღაც ცუდი და ადამიანები ყოველთვის თვითონ წყვეტენ როგორ მოიქცნენ.

და ამის სწავლა,თუ რომელი რომელია,გამოცდილებაა,რომელიც შეცდომების დაშვებასთან ერთად მოდის…

თქვენ მართალი ხართ,მისტერ ტეოდორ.

მე ჯერ ისევ პატარა ვარ და ბევრი მიკლია თქვენამდე.

მე არასდროს მეყოლება შვილი,რადგან მე მას თქვენსავით ვერასდროს ავუხსნი ამას.

 

მისტერ ტეოდორ,

გმადლობთ,რომ არსებობთ,

გმადლობთ,რომ გესმით,

იცით და არ გეზარებათ ჩემთვის ამის სწავლა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ,

ახლა კი უნდა გავიქცე,

დედა მეძახის.

Advertisements
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: