ჩემში შემორჩები

როცა შენ მეხები,გული მიჩქარდება.

მე არ მინდა ამის აღიარება და ვცდილობ სუნთქვა შევწყვიტო,წამებით.

ცოტა ხნით გამომდის და მერე ისევ…შენ ჩემს ხელს იღებ.

უკნიდან მეპარები,თვალებზე ხელს მაფარებ და მკოცნი.შენი ხმა….

მე საწოლთან ვარ მიბმული,ჩემ გვერდით მარტოობა და შენ ჩემთან არაფერი გესაქმება.

და როდესაც დაღლილი,თავდახრილი ვზივარ შენ გვერდით და ვცდილობ გავერკვე რა ხდება ჩემს სულში,შენ ნაზად ეფერები ჩემს თმას და არ მაძლევ საშუალებას ვიფიქრო,რომ არ მაინტერესებ.

მე იმ წინადადებით გაბრუებული,რომ “აკრძალული ხარ” თავს მაღლა ვწევ და გიყურებ,შენც მშვიდად მიყრი თვალს და მეუბნები,რომ არ დავიძინო,რომ თავი ავწიო და გამოვფხიზლდე.

მეუბნები,რომ შენც გეძინება,მაგრამ თავს დაბლა არ ხრი.

მე წამით მავიწყდება ჩემი წინადადება და გიღიმი.

და როცა შენ შავი ხაზებით სულს მიჩხაპნი,მე მიხარია და თავს იდიოტად სულაც არ ვგრძნობ.

იმიტომ,რომ მე ბავშვი ვარ,რომელსაც შეუყვარდა.

რომელმაც დაკარგა თავდაჯერებულობა და ახლა სევდით გაჟღენთილი თავშესაფარს ეძებს.

შენში.

შენ კი უმოწყალო ხარ,ჩემი სულის პატრონი.

ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია და ის ერთიც შენ ხარ…

იმდენად აკრძალულია შენი ჩემში შემოსვლა,რომ არც ვითხოვ.

თუ გინდა ნურასდროს მოხვალ ჩემთან…მაგრამ გთხოვ,არასდროს წახვიდე ისე შორს,რომ ვეღარ გიგრძნო.

გიყურებ უძილობით დაღლილ თვალებში და ვგრძნობ,როგორ მეღვრება სევდა გულში.

ვგრძნობ,რომ შენი უძილობა მე არ მეკუთვნის და თოვს ჩემს სულში…მუდამ ითოვებს.

მე არ მაქვს იმედი,მაგრამ ჩემი სურვილი იმდენად დიდია,ყველაფერს გაარღვევს.

შენ უკან მომყვები და ხშირად იმეორებ ჩემს სახელს.

სევდას სიზმრებად ჩამოთოვ და ისე მიყურებ,როგორც მარტო შენ შეგიძლია.

ჩემი გული კი ისევ გამალებით სცემს..შენ კი ხელში არ იყვან და არ იხუტებ…

Advertisements
  1. 29/11/2010, 6:45 PM

    მე იმ წინადადებით გაბრუებული,რომ “აკრძალული ხარ” თავს მაღლა ვწევ და გიყურებ – ❤
    მიყვარს შენი პოსტები, ეს წინადადება კი განსაკუთრებით დაემთხვა ჩემს განწყობას 🙂 🙂

  2. 29/11/2010, 6:51 PM

    კარგო ❤

  3. Permweri
    29/11/2010, 11:12 PM

    ჩემი გული კი ისევ გამალებით სცემს

    ტერენტი გრანელის ლექსი გამახსენა.. : ))

  4. 29/11/2010, 11:44 PM

    ჰო,მეც ეგ გამახსენდა რომ დავწერე და მერე ალენ დელონის წერილი : ))

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: