მოღალატე

ჩემი შეყვარებული მოღალატეა.ნამდვილი მოღალატე.მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე გოგოსთან ჰქონდეს ურთიერთობა.
მე ერთ-ერთი ვარ.და ალბათ ყველაზე გამორჩეული,რადგან ჩვენ ერთად ვცხოვრობთ.
ერთმანეთი ქუჩაში გავიცანით,არა ბანალურად კი არა,ის დამეჯახა,მერე დაყრილი ნივთების აკრეფაში დამეხმარა და ნომერი კი არ გამომართვა,სხვანაირად.
უნივერსიტეტში მაგვიანდებოდა და ვჩქარობდი,ხოდა ამ ჩემი ველოსიპედით პირდაპირ დიდი სიჩქარით შევუხვიე ეზოში და თან საათს დავხედე.წამებში მოხდა,ის თურმე ამ დროს გამოდიოდა და..
ნუ გადარჩა,რომ ზედ არ გადავუარე.
ძალიან უყურადღებო ვარ,თავისით რომ არ მოეხსნა ჩემთვის ყურსასმენები და პირდაპირ ყურში არ ჩაეყვირა,რომ წინ არ ვიყურები და იდიოტი ვარ,გზას ჩვეულებრივ გავაგრძელებდი.
ნუ მე რა თქმა უნდა ვუთხარი,რომ მეჩქარებოდა და აღარ დავაკვირდი იმას,ვინმე გამოდიოდა თუ არა და კიდევ ის,რომ იდიოტი არ ვარ!..რომ ახლა მეჩქარება და ეგ საყვედურები სხვა დროს იყოს.
მერე რა,რომ მე თვითონაც არ ვიცოდი,როდის შეიძლებოდა დამდგარიყო ის სხვა დრო.
ველოსიპედი იქვე მივაყენე და…ლექციების მერე გამოსულს ჩემს ველოსიპედზე მიყრდნობილს წავასწარი,პირველად მაშინ ვიეჭვიანე,ოღონდ ველოსიპედზე კი არა,პირიქით.
იდგა და მშვიდი სახით სიგარეტს ეწეოდა.
მე ჩვეულებრივი,ბანალური გოგო ვარ და ჭკუიდან გადავდივარ,როცა ბიჭი სიგარეტს ეწევა.
ხოდა ამანაც პირველად მაშინ გადამიყვანა ჭკუიდან.
მერე მოვიდა პირველი ხელის ჩაკიდება,სეირნობა,ჩახუტება,კოცნა,სექსი…
მოკლედ,ის არასდროს მალავდა,რომ ერთ გოგოსთან ყოფნა არ შეეძლო.
პერიოდულად ვითმენდი მის გაუჩინარებებს,თქვენ წარმოიდგინეთ,ღამეც კი ვრჩებოდი მარტო,მის გარეშე და დაუსრულებლად ვეწეოდი..
მერე აღმოვაჩენდი,რომ ავადმყოფი ვარ და უნდა წავიდე სახლიდან,მაგრამ მოვიდოდა,ერთს გამიღიმებდა და ყველაფერი მავიწყდებოდა.
მე შეყვარებული ვიყავი.
ის-არა.
მე ვგიჟდებოდი მის დაწერილ მოთხრობებზე,ის-არა.
მე მიყვარდა მისი გაკეთებული ყავა.მას-არა.
მე ვკითხულობდი წიგნებს,რომელსაც ის მირჩევდა.ის-არა.
მოკლედ.
მე სრულ იდიოტად ვგრძნობდი თავს,მაგრამ მიტოვება არ შემეძლო.
ცოტა ხანში კიდევ ერთი უცნაურობა შევატყვე თავს-მომწონდა მისი დანარჩენი გოგოები.
ზოგის ღიმილი მომწონდა,ზოგის ფეხები,ზოგისაც თითები.
მთავარია,რომ მომწონდა.
ისიც არ მალავდა,რა ვქნა,რომ ყველა გოგოს რაღაც აქვს გასაგიჟებელიო.
ხშირად მიფიქრია,ნეტავ,მე რა მქონდა ისეთი,რაც მას მოსწონდა?
გარედან ჩვენ იდეალური წყვილი ვიყავით,ერთმანეთი გვიყვარდა,გვქონდა ერთი და იგივე მუსიკალური გემოვნება,უზარმაზარი ბიბლიოთეკა სახლში და ბევრი სურათი,სადაც ერთმანეთს ვკოცნიდით.
მაგრამ ის მოღალატე იყო.
მე ბედნიერი ვიყავი,რომ ის მყავდა,უბედნიერესიც კი.
მხოლოდ ღამით,როცა ჩემს თავთან მარტო დავრჩებოდი,მაშინ ვაცნობიერებდი,რომ მარტო მე ვიყავი ბედნიერი მხოლოდ მასთან.
დღის შუქზე კი ვხვდებოდი,რომ მას სხვები აბედნიერებდნენ.
მაგრამ მე ჩემთვის გამოყოფილი დროისთვის ვგიჟდებოდი მასზე და კიდევ იმისთვის,რომ ჩემთან ერთად ცხოვრება აირჩია.
ვგიჟდებოდი და ვგიჟდები.
მე ბედნიერი ვარ.
Advertisements
  1. 24/09/2010, 11:18 PM

    მომეწონა 🙂

  2. 24/09/2010, 11:34 PM

    დიდი მადლობა : )

  3. 26/09/2010, 1:23 AM

    + ვუწერ პოსტს…
    + გიწერ თუ ეს შენი პირადი ცხოვრების ნაწილია ამ კომენტარების ზემოთ გამოფენილი
    მოკლედ ეს ჩვენი საქმე არაა ისე აქ ჩანს სისუსტე და სხვაზე დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც ეშინია ცვლილების… ეშინია მიტოვების, ეშინია.. ეშინია დაკარგვის. უფრო ამ ყველაფრის დანგრევის და დანაკარგისგან გამოწვეული ტკივილის ვიდრე საკუთარი გრძნობის.

    კარგია თუ ბედნიერი ხარ (?)

  4. 26/09/2010, 2:33 AM

    ზუსტად მაგ ყველაფრის ჩვენება მინდოდა,როცა ამას ვწერდი და მიხარია,რომ სწორად დაინახე და კარგად გაიგე : )

  5. 23/10/2010, 12:03 AM

    velosipeti am postis dadebiti gmiria. Mere yava, sigareti da gamistevebi daitsko.

  6. 23/10/2010, 12:18 AM

    რატომ მომაგენი?

  7. 23/10/2010, 3:04 AM

    sainteresoa minimum.

  8. 23/10/2010, 3:07 AM

    rame cudi xdeba?

  9. 23/10/2010, 10:17 AM

    რა უნდა ხდებოდეს ცუდი?

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: