მთავარი > IMHO > დეპრესია

დეპრესია

წერას გადავეჩვიე,მგონი შემოქმედებითი კრიზისი მაქვს.
გარდა მაგისა,ზოგადად ცხოვრებისეულ კრიზისსაც განვიცდი.
საერთოდ,რამდენიმე წლის წინ მივხვდი,რომ დეპრესიული ადამიანი ვარ.
ანუ როცა დეპრესიისკენ მაქვს მიდრეკილება,თავს კომფორტულად ვგრძნობ.
მოკლედ,თქვენ ენაზე რომ ვთქვა,რთული ადამიანი ვარ.
ვფიქრობ,ცხოვრების მთავარი სიამოვნება ფიქრია,დასკვნები,ანალიზები..
ამიტომ თავისთავად აზროვნებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.
მაშინ,როცა ვინმე ცდილობს თავისუფალი აზროვნება შემიზღუდოს (უფრო სწორედ ჩემს წარმოდგენაში,ეს შეზღუდვა ისეთია,როგორც ტვინი დაგიპრესონ) ჩემი მიდრეკილება დეპრესიისკენ იღვიძებს და ცდილობს თავი კომფორტულად მაგრძნობინოს,ყველა ხომ ვერ იქნება დეპრესიული.
ხშირ შემთხვევაში,როცა რაიმე გადაწყვეტილების მიღება მჭირდება და ამ გადაწყვეტილებამდე კი მრავალი კუნძულია ამოყოფილი – ვითიშები.
ვკარგავ ორგანიზების უნარს და ისევდაისევ დეპრესიაში ვვარდები.
ახლაც ასეა,მე გადაწყვეტილება მაქვს მისაღები,მაგრამ მე დეპრესიაში ვარ.
რამდენიმე დღე იქნება რაც სიზმარი არ მინახავს და გუშინ ვნახე.
მე მთელი დღეა სიზმარში ვცხოვრობ და ამიტომ მიჭირს გადაწყვეტილების მიღება.
შესაბამისად – დეპრესია.
ამას ყველა ვერ გაიგებს.
როგორც იმას,როგორ შეიძლება გქონდეს დეპრესიისკენ მიდრეკილება.
როგორ შეიძლება ცხოვრებდე სიზმარში და როგორ შეიძლება გიყვარდეს ბიჭი,რომელიც არ გინახავს.
ამას ტომ ვეითსი უხდება ფონად.
და კიდევ..
ცხელი ყავა,შავი შოკოლადი და სიგარეტი.
ოღონდ სამივე თანმიმდევრობით.
პ.ს. Wake me up,when this fuckin’ year ends!…

  1. 16/09/2010, 8:05 AM

    მოკლედ, მე მომეწონა და რა:
    1.”ვფიქრობ,ცხოვრების მთავარი სიამოვნება ფიქრია,დასკვნები,ანალიზები..”
    -მართალია, ყოველშემთხვევაში ამ მხრივ გეთანხმები. მეც მიმაჩნია რომ ადამიანები ფიქრით მეტად ბევრად იზრდებიან ვიდრე ცხოვრებაში წლების გაცვეთით.
    2.დეპრესიულობასთან დაკავშირებითაც მესმის რაღაც პონტში.
    3.”ხშირ შემთხვევაში,როცა რაიმე გადაწყვეტილების მიღება მჭირდება და ამ გადაწყვეტილებამდე კი მრავალი კუნძულია ამოყოფილი – ვითიშები.:
    -სასწორი ხარ უეჭველი, არა? 🙂
    4.”გიყვარდეს ბიჭი,რომელიც არ გინახავს.”
    -არანორმალური ხარ და ამას +სად გითვლი.
    5.”ცხელი ყავა,შავი შოკოლადი და სიგარეტი.”
    -ყავა და სიგარეტი… მმმმ…

    დეპრესიულობაც და იქიდან გამოსვლაც მხოლოდ შენს განწყობაზეა დამოკიდებული. მოგინდება და მალევე დააღწევ თავს 😉

  2. 16/09/2010, 1:11 PM

    პირველ რიგში გმადლობ,რომ საერთოდ რამე მოგეწონა აქ.
    გამიხარდი.
    : )
    ხო,სასწორი არ ვარ,თხის რქა ვარ,მაგრამ ეტყობა სასწორის დამახასიათებელი ნიშნებით.

    რაც შეეხება დეპრესიისგან თავის დაღწევას – ხომ ვთქვი,როცა დეპრესიაში ვარ თავს კომფორტულად ვგრძნობ-მეთქი. : )

    და იმას,რომ არანორმალური ვარ კომპლიმენტად მივიღებ..

  3. 21/09/2010, 3:10 PM

    სრულიად გასაგებია ის თუ როგორ შეიძლება ადამიანი დეპრესიაში ყოფნის დროს თავს კომფორტულად გრძნობდეს, თუმცა ჩემს შემთხვევაში ამას ალბათ კომფორტს ვერ დავარქმევ, დეპრესიით სიამოვნებას ვღებულობ (ნუ პრინციპში ესეც კომფორტია), არასოდეს ვცდილობ მისგან თავის დაღწევას პირიქით დიდი მონდომებით ვარჩევ ხოლმე მუსიკას და ატმოსფეროს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავტკბე დეპრესიით.

  4. 21/09/2010, 6:24 PM

    აჰა,ზუსტად.
    მუსიკას,წიგნებს,ზოგადად ატმოსფეროს,ფიქრის არეალს და ა.შ.
    სასიამოვნოა : )

  5. lobzhanidze
    24/09/2010, 3:06 AM

    მე ასე ვიტყოდი, თუ დეპრესია გაქვს თავს კარგად ვერ იგრძნობ, დამიჯერე, დეპრესია კლასიკური გაგებით ძალიან ცუდი მოვლენაა და ღმერთმა ყველა გვაშოროს. დეპრესია რომელსაც ძირითადად პოპ კულტურაში ხმარობენ სულ სხვა ხასიათისაა, ასე მეც მეგონა ე.წ. თინ ასაკში რომ მსიამოვნებს ჩემი დეპრესია და საკუთარი თავის შეცოდება, მაგრამ ეს ნამდვილი დეპრესია არ არის და კიდევ კარგი რომ არ არის 🙂

  6. lobzhanidze
    24/09/2010, 3:08 AM

    ერთი კომენტარი რომ წავიკითხე ისიც გავაანალიზე რომ დეპრესიის დროს შეუძLებელია კონკრეტული მუსიკის არჩევა, რადგანაც ასეთ პირობებში კონცეტრირება პრაქტიკულად შეუძლებელია, დეპრესია ნევროზის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომლის დროსაც საშინლად გაღიზიანებული და ადვილი გამოსაყვანია მწყობრიდან.

  7. 24/09/2010, 1:44 PM

    “დეპრესია ნევროზის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომლის დროსაც საშინლად გაღიზიანებული და ადვილი გამოსაყვანია მწყობრიდან.”

    ზუსტად ასე მჭირს და დანარჩენ ყველაფერსაც ვაკეთებ.
    მაშინ იქნებ შენ მითხრა რა მჭირს?

  8. 06/10/2010, 10:08 PM

    MOMWONS…wrpelad wer.sagoll.

  9. 06/10/2010, 10:13 PM

    მადლობა: )

  10. tamuna
    08/07/2011, 2:29 PM

    depresia aranairad ar idzleva tkbobis sashualebas. depresiuloba romlitac tkbebi es mxolod pozaa romelic mogcons meti araperi .mec megona rom viyavi depresiuli adamiani magram mas shemdeg rac namdvili depresia gamovcade mivxvdi rom ase ar yopila . me mqonia depresia da aravis vusurveb igive ganicados. depresiis dros shinagani mousvenroba gtanjavs , game ver idzineb , arada ginda gaitisho ,mocyde realobas ,cotaxnit mainc daisveno,magram ver axerxeb,konpliqturi xar nebismieri shenishvna elementarulic ki sashinlad gagizianebs da cyobilebidan gamoyavxar , sul tiri ,guls verapers udeb. dzalian gtkiva , gausadzlisad gtkiva ogond arici ra ,da veraprit iyucheb,es xorcis tkivilze bevrad didi tkivilia, dzalian mdzimdebi ggonia atasobit tonas iconi, arc haeris chasuntqva an amosuntqva ar gamsubuqebs ggonia rom haeri ar gyopnis ,ginda moshorde yvelas da marto iyo, magram meore mxriv geshinia marto darchenis, erti sityvit usashinlesi mdgomareobaa ,sruli jojoxeti.

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: