ბრბო

არაფერია,უბრალოდ,წერის ხასიათზე მოვედი.
დამიგროვდა საფიქრი,დასაწერი,სათქმელი.
ყველაფერს სჭირდება აწონ-დაწონვა.
მე არ მაქვს საკმარისი ენერგია,სტიმული,ან იქნებ იმუნიტეტი,იმისთვის რომ ცინიკოსი ვიყო.
ვიყო ცინიკოსი ამდენ ჯამბაზს შორის.
არ მჭირდება თქვენი ნაძალადევი ღიმილი,შურნარევი მზერა და ისე მოქცევა,თითქოს თქვენს საქციელში ნამდვილ მიზანს ვერ ვხედავდე.
მე ყველაფერს ვხედავ,რაც მინდა,რომ დავინახო.
ყველაფერი მესმის.
მეზიზღება თქვენი ნიღბები.
საკუთარ პატივმოყვარეობას სხვების დამცირებით რომ იმაღლებთ.
ცდილობთ თქვენზე სუსტი ადამიანის საქციელებით გადაფაროთ ის,რაც უკვე გააკეთეთ.
გააკეთეთ და თავმოყვარეობა ნულზე დაგეცათ.
წლებით ნაგროვები თავმოყვარეობა.
ნაჯაფარი.
ნაჯახარი.
თქვენ ბრბო ხართ,ერთად შეგროვილი,ერთ მუშტად შეკრული,ლაფში ამოსვრილი ბრბო.
რომელიც ფეხზე წამოდგომას ისევ ტალახში ბანაობით იწყებს.
მე უბრალოდ ვარ თქვენთთან.
მირჩევნია ცინიკოსი ვიყო,ვიდრე ბრბოს ნაწილი.
მეზიზღებით.
დაე,ჩაიღრჩოთ თქვენსავე კომპლექსებში.
ამენ!
Advertisements
  1. 03/09/2010, 2:36 PM

    ჯამბაზებს ნიღბები არ სჭირდებათ ^_^

    შენ გინდოდა გეთქვა მარიონეტებიო :S ხო? :user:

    ხოდა, ცინიკოსობა არაფერს გიშველის….

    მემგონი რამე კონკრეტული უნდა შეიყვარო ^_^

  2. 03/09/2010, 3:21 PM

    მარიონეტები უფრო შეესაბამება,კი..
    ირონია ერთადერთი იარაღია.

    და აი რაიმე კონკრეტულის შეყვარებაზე კი,რა გითხრა.. :\

  3. 17/09/2010, 2:55 PM

    მე მესმის შენი.
    შურნარევი მზერისიც და ნაძალადევი ღიმილისაც, მაგრამ!
    წერე უფრო კონკრეტულზე! ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება, კონკრეტულ სიმახინჯეებზე. მაგალითებსაც თუ გაჩითავ მთლად უკეთესი.
    “ესენი” იმის ღირსები არიან სახეში უნდათ გემრიელი გარტყმა-გალაწუნება 😉
    რატო? იმიტომ რო ძინავთ…

  4. 17/09/2010, 3:29 PM

    ჰაჰ..ჩემი სიტყვებით რომ ფხიზლდებოდნენ ძალიან ბევრს დავწერდი. : )
    დაცინვა ხომ ხასიათში გვაქვს და ზოგი ამას ხშირად თავდაცვისთვის იყენებს.
    ამის წერის დროს ზუსტად ამ ყველაფრისგან ვიყავი გაწამებული.
    აწი გავითვალისწინებ შენს რჩევას.
    და..ძალიან მიხარია,რომ გესმის ჩემი.
    : )

  5. 07/04/2011, 2:00 AM

    არ მინდა ძალიან ბანალური კომენტარი რომ დავწერო, მაგრამ სხვა გზა არაა: ძალიან მაგონებს ჩემს ფიქრებს. ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს…

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: