მთავარი > IMHO > Roses are red,violets are blue… Fuck you,whore!

Roses are red,violets are blue… Fuck you,whore!

უმეტესობას ჰქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი,როდესაც ძალიან,ძალიან გიყვარდება ვინმე.
ეს “ძალიან” კი იმხელაა,რომ ნაკლებად აქცევ ყურადღებას,შენი სიყვარული სრულყოფილია,თუ უბრალოდ,ბანალურად – ცალმხრივი.
შენ უბრალოდ ბედნიერი ხარ.
აქვე ორი უკიდურესობა ჩნდება: ან იმაზე მეტად უყვარხარ შენს რჩეულს,ვიდრე შენ,მაგრამ ამას ვერ ამჩნევ და ან ამ უკანასკნელს საერთოდ არ უყვარხარ,უბრალოდ დროებითი გართობა ხარ მისთვის და..ამასაც ვერ ამჩნევ.
ვინმეს (და დარწმუნებული ვარ ეს ვინმე საკმაოდ ბევრია) თუ გამოუცდია ასეთი სახის იმედგაცრუება,იმას აუცილებლად ეცოდინება,რომ ერთადერთი დაზარებული ასეთი ურთიერთობიდან მხოლოდ ის გამოდის,ვისაც უყვარს და დაბრმავებულია თავისი სიყვარულით.
დაბრმავებული,რა,ის უბრალოდ ბედნიერია.
როდესაც შენ თვლი,რომ სიყვარული ყველაზე კარგი რამაა რაც შეიძლება ადამიანმა გამოსცადო,ხოლო შენი საყვარელი ადამიანისთვის ეს უბრალოდ მითია,როგორც სანტა კლაუსი,მაშინ შეგიძლია ჩათვალო,რომ შენი ბედნიერება დროებითია და წინ იმედგაცრუებებით და უაზრობით დატვირთული დღეები გელის.
Tom: What happens when you fall in love?
Summer: You believe in that?
Tom: It’s love, it’s not Santa Claus.
ამიტომ დატკბი,სანამ შეგიძლია გიყვარდეს შენი საყვარელი ადამიანის ღიმილი,ხმა,სურნელი,შეხება,საუბარი…
გიყვარდეს ის,თუ როგორ ჭუტავს თვალს,როგორ სეირნობთ ერთად,როგორ გკოცნის და საერთოდ გიყვარდეს მისი ყველაფერი.
თორემ,დადგება დღე,როდესაც მას მობეზრდება შენთან დროებითი ყოფნა,უფუნქციო,უსახელო და გადაწყვეტს აღარ გნახოს.
ამიტომ ორი ვარიანტია: ან შენი ბედნიერება გვერდზე გადადო და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა,ან საერთოდ არ შეგიყვარდეს.
მე მაინც მეორეს გირჩევდით.
ხო.ნუ ამის წერა იმიტომ კი არ დამიწყია,რომ ცალმხრივად ვარ შეყვარებული,ან ჩემი მეგობარი ბიჭი მხოლოდ ერთობა ჩემთან..
არა.
მე “500 Days of Summer” ვუყურე.
Narrator: This is a story of boy meets girl. But you should know up front, this is not a love story.
ეს არის ფილმი,სადაც ძალიან ორიგინალურად,ცხოვრებისეულად და რაც მთავარია რეალურად ჩანს ის,რაზეც მე ვილაპარაკე.
ეს არის ფილმი მათზეც,ვისაც სიყვარული დაუკარგავს და იმედგაცრუება ჰქონია.
ეს არის ფილმი დიდ სიყვარულზე,რომელსაც ხშირად მომავალი არ უწერია.
ასე რომ,უყურეთ ამ ფილმს,გიყვარდეთ ერთმანეთი და ისეთი სირობა არ გააკეთოთ,როგორიც სხვის გრძნობებზე თამაშია.
With Love
Advertisements
  1. 28/06/2010, 7:54 PM

    ძალიან მიყვარს ეს ფილმი. ერთ-ერთი საუკეთესო მელოდარამაა ყოველმხრივ, ჩემი აზრით.

    სიმართლე გითხრა, მე სამერის მესმის და არ ვამტყუნებ. ბევრი შემედავება..მაგრამ რა ვქნა, არ მიმაჩნია რომ განსაკუთრებული სისასტიკე და უსამართლობა ჰქონდეს ჩადენილი

  2. 28/06/2010, 8:17 PM

    რა თქმა უნდა.
    ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავს ვერ აიძულებ თუნდაც იმას,რომ შეგიყვარდეს.

    ჩემთვისაც ერთ-ერთი საყვარელი ფილმი გახდა და უსაყვარლესი მელოდრამა.

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: