მთავარი > IMHO > გზააბნეული და ნიცშე

გზააბნეული და ნიცშე

უკვე რამდენიმე თვეა სერიოზულად შეწუხებული ვარ(ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია) მაგრამ დისკომფორტს ვგრძნობ.
ეს კი გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხით,რომ მე ჩემი თავი ვერ ვიპოვე.
ჩემი თავის ვერ პოვნაში მე რელიგიას ვგულისხმობ.
იმის მერე,რაც ეს ვიგრძენი,ვცდილობ ყველაზე ოპტიმალური გზა ვიპოვო იმისთვის,რომ მშვიდად ვიყო.
თორემ ჩემი ხასიათის გამო როცა რამე გადაუჭრელი მაქვს,ყოველთვის შეწუხებული ვარ.
საქმე იმაშია,რომ ცოტა ხნის წინ საკუთარი თავი იმაში დავიჭირე,რომ ღმერთის ისე არ მწამს,როგორც ეს ჩემს გარშემო მეგობრებს,ახლობლებს და ზოგადად,ხალხს.
ისე არ მწამს კი არა,შეიძლება ითქვას,რომ საერთოდ არ მწამს.
არ ვარ დარწმუნებული მის არსებობაში და ამიტომ მიჭირს ვიწამო.
მიუხედავად იმისა,რომ აგერ უკვე 16 წელია ვცხოვრობ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი,რაც აზროვნება დავიწყე ჯანსაღად,იმის მერე ჩემს თავს ვატყობ,რომ რაღაც ისე ვერ არის,როგორც უნდა იყოს.
ჯერ გადავწყვიტე უფრო ინტენსიურად მევლო ეკლესიაში,მამაო მყოლოდა,აღსარება ჩამებარებინა,ვზიარებოდი,თუმცა მალე მივხვდი,რომ ამ ყველაფერს უგულოდ ვაკეთებდი.
ამიტომ უგულოდ და ძალით გაკეთებას ვარჩიე საერთოდ არ გამეკეთებინა და ეკლესიაში სიარულისთვის თავი დამენებებინა.
იმის მერე დაახლოებით 5 თვეში ერთხელ დავდივარ ეკლესიაში,თუმცა ვხვდები,რომ ეს მხოლოდდამხოლოდ მოვალეობის გამო ხდება.
მოვალეობის გამო,რომელსაც ჩემი ოჯახის და ახლობლების წინაშე ვგრძნობ
.
თუმცა უკვე მაგ ამბავმაც შემაწუხა,რომ თავს ვაძალებ იმას,რასაც ხალხი სულით და გულით აკეთებს და ვიგრძენი,რომ ამით შეურაცხყოფას ვაყენებ იმ ხალხს,ვინც ნამდვილი რწმენის გამო დადის ეკლესიაში.
ამიტომ გადავწყვიტე ესეც ამეკრძალა საკუთარი თავისთვის და რამე რეალური,პრაქტიკული გზა მეპოვა ჩემი ქმედებების გასამართლებლად.
და მე ჩემი თავი პრაქტიკულობაში ვიპოვე,პრაქტიკულობაში,რეალურობაში და  ნიცშეში.
ამ ადამიანზე ლაპარაკი უბრალოდ არ მინდა იმიტომ,რომ მე ვერ ვილაპარაკებ მასზე ისე,როგორც საჭიროა.
გაცილებით უკეთესად მასზე თავისივე აზრები ილაპარაკებენ:
“ოდეს ზე ავდივარ, ხშირად საფეხურებს გადავახტები, ამას არ მაპატიებს არცერთი საფეხური.”
“მკვდარნი არიან ყველა ღმერთები!
ახლა დროა ადამიანმა იცოცხლოს!”
“დაბდაბლდე რათა აწუხებდე ამპარატავნობას შენსას,აბრწყინო შეშლილობა შენი,რათა სცინოდე სიბრძნესა შენსას…”
”..რაც მე მკლავს, შენ გაძლიერებს.”
”ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.”
”საკმარისია ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს.”
”არ არსებობს არავითარი წარსული, რომლისთვისაც ღირდეს წუხილი. არსებობს მხოლოდ მუდამ-აწმყო, რომელიც იქმნება წარსულის გაფართოებული ელემენტებისაგან, და ამიტომაც ნამდვილი წუხილი უნდა იყოს პროდუქტიული, რათა შევქმნათ რაღაც ახალი და უკეთესი.”
”ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.”
“თქვენ განვლეთ გზა ჭიაყელიდან ადამიანამდე და ბევრი თქვენგანი უფრო მაიმუნია, ვიდრე სხვა რომელიმე მაიმუნი… გაფიცებთ ძმანო იყვნეთ ერთგულნი ამა სოფლისა და არ დაუჯეროთ მათ, ვინც საიქიო იმედებზე გელაპარაკებიან! მე თქვენ გასწავლით ზეკაცს, რომელიც არის აზრი ქვეყნიერებისა!”
და კიდევ მრავალი და მრავალი.
ზეკაცია.
Advertisements
კატეგორიები:IMHO ტეგები:, ,
  1. 11/07/2010, 2:18 AM

    ნიცშეზე რაღაც გადაკრულად მეც მაქვს ჩანახატები..
    ზოგადად იცი რატომ მოკლა ნიცშემ ღმერთი?

    იმიტომ რომ უნდოდა ევროპული ცივილიზაციის ყველა კერპის დამხობა და ფუძის მორღვევა იმ ღირებულებებისა, რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე ითვლებოდნენ ადამიანთა უმაღლეს საზომად.

    ამტკიცებდა, რომ იერარქიის რელიგიურის, ეთიკურის, თუ კულტურულის სიყალბის დამკვიდრება არაფრით არ შეიძლება და უნდა დაწყებულიყო ნიჰილიზმი 🙂

  2. kiazo
    17/05/2011, 10:49 PM

    chemi azrit gmertis arsebobis tavad nicshes ufro swamda vidre sxva teist filosofoss. roca is ambobs ” gmerti mokvda”.es tavistavad gulisxmobs mis arsebobasac. xolo rac sheexeba mis sikvdils amis shesaxeb is konkretuls arafers gveubneba da es mxolod poeturi metaforaa da ara mecnieruli dasabuteba. sxva mxriv ki igi albat moralis geniosia udavod……”mainc majobe nazarevelo!”

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: