მთავარი > IMHO > საცოდაობის ზეიმი,ანუ მე დახმარება მჭირდება!

საცოდაობის ზეიმი,ანუ მე დახმარება მჭირდება!

როგორც იქნა მოვაღწიე სახლამდე.
ემოციებისგან დაცლილი,დაღლილი და რავიცი კიდევ ათასი რამ.
მაგრამ მაინც მაქვს შემოტოვილი ერთ-ორი ამოსაღები გრძნობა და მოკლედ,დავიწყებ.
იმის გამო,რომ ეს პირადი ბლოგია და თან რაღაც დღიურის მსგავსიც,მინდა მოვყვე რა დამემართა სულ რაღაც ორი საათის წინ.
მორიგი გამოცდის შემდეგ სახლში რომ დავბრუნდი,ჩემმა ძმამ მახარა არავინ არაა სახლში და შენ უნდა წამიყვანო სადღაც დაბადების დღის ცენტრში,ჩემი კლასელის დაბადების დღეაო.
მეც უკმაყოფილოდ კი ჩავიწუწუნე,მაგრამ სხვა რა გზა იყო.
დაახლოებით 3ის ნახევარზე გავეშურეთ მარჯანიშვილისკენ.
მალე მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს და იმის გამო,რომ ადრე მოგვიწია მისვლა,იქვე სკამზე ჩამოვჯექით.
სადაც მოვიხსენი ჩემი უსაყვარლესი ჩანთა და გვერდით დავისვი.
ცოტა ვილაპარაკეთ და მოვიდა ის დროც,როცა უნდა დამეტოვებინა ჩემი ძმა და მე უნდა წამოვსულიყავი,მაგრამ იქვე ჩემმა ახლობელმა მითხრა,მაქეთ მოვდივარ და წაგიყვანო.
მეც ავდექი სკამიდან,ჩავჯექი მანქანაში და მოვემზადე მარჯანიშვილიდან ვარკეთილამდე უსასრულო გზის გასავლელად.
ალბათ შენიშნეთ,რომ მხოლოდ მე  ჩავჯექი მანქანაში,ჩემი უსაყვარლესი ჩანთა კი სკამზე განთავსებული დარჩა.
აქვე მინდა აღვნიშნო,რომ არ ვიცი როგორ და რანაირად,მაგრამ იმდენად გავერთე ფიქრებში,რომ იმას ხომ ვერ მივხვდი,რომ ჩანთა აღარ მეკიდა,არამედ ისიც დამავიწყდა,რომ მუსიკა მჭირდებოდა.
მოკლედ,ბევრი რომ აღარ გავაგრძელო,სახლამდე მომიყვანეს,მე გადმოვედი მანქანიდან,მივედი კართან და რომ უნდა ამომეღო გასაღები..ვაააიმე! სადაა ჩემი ჩანთა?..
აქედან დაიწყო ჩემი ნერვიულობა,რომელიც ცოტაც და ისტერიკაში გადავიდოდა.
იმაზე ნერვიულობის გარდა,რომ ჩანთაში მედო წიგნი,მობილური,ყურსასმენები,გასაღებები და საფულე,სადაც თავის მხრივ,ფული და რაღაც საბუთები ეწყო,იმაზეც ვნერივულობდი,თუ როგორი დებილი ვარ,ჩანთა როგორ დამრჩაა!
მოკლედ,სასწრაფოდ ჩავირბინე კიბეები და ვეცადე მეპოვნა ყველაზე სწრაფი გზა,რომელიც მარჯანიშვილამდე მიმიყვანდა.
ჩემს მთლიან ფულს ჯიბეში ნაპოვნი 5 ლარი შეადგენდა და მიუხედავად იმისა,ვიცოდი 5 ლარად არც ერთი ტაქსი არ გამიყვანდა,ადამიანების ერთმანეთისადმი თანაგრძნობის ბოლომდე ვირწმუნე და უკვე ცრემლებმომარჯვებული რომელიღაც ტაქსისტს ვთხოვე გავეყვანე.მან ისეთი საოცარი ირონიით გადმომხედა და “არა” მესროლა,რომ იმ წუთში ყველაზე საცოდავ და დაუცველ ადამიანად ვიგრძენი თავი.
სურვილიც აღარ მქონდა,რომ კიდევ რომელიმე ტაქსისტი მომქცეოდა ეგრე და სასწრაფოდ ჩავედი მეტროში და ყველაზე დიდი სისწრაფით რაც მეტროს და მე გაგვაჩნდა მარჯანიშვილზე გავჩნდით.
ზუსტად ვიცოდი,რომ იმ სკამზე ჩემი ჩანთა აღარ იდებოდა,მაგრამ რაღაც იმედი მაინც ბჟუტავდა ჩემში.
მივედი და რა თქმა უნდა ცარიელ სკამზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე.
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ვისთვის რა მეკითხა,ვისთვის დამერეკა(ან როგორ დამერეკა) და უკანასკნელ ადამიანად ვგრძნობდი თავს ჩემი სიდებილის და საშინელი ადამიანების გამო.
მაგრამ ბოლო ენერგია მოვიკრიფე,თავი ავწიე და ჩემ წინ რაღაც შენობის კარი დავინახე.
ვიფიქრე,თუმცა ვიტყუები,იმ დროს ვერაფერი ვერ ვიფიქრე,უბრალოდ ავდექი და შევედი.
ქალმა,რომელიც კართან იჯდა ჯერ გაკვირვებულად შემომხედა,რა ატირებს ამ გოგოსო,მერე სიბრალულით და რა გჭირს შვილოო,მკითხა.
ჩანთა დავკარგე-მეთქი ვუპასუხე და უცებ თვალები გაუნათდა.
ეს ჩანთა ხომ არაო? და უჯრიდან ჩემი ჩანთა ამოიღო.
თურმე უფიქრია ვინმე აუცილებლად მოაკითხავსო და შეუნახავს…უსაყვარლესი! : )
თქვენ არ იცით,როგორ გამიხარდა!
ჯერ იმ ქალს ჩავეხუტე,მერე ჩემს ჩანთას,ბევრი მადლობა გადავუხადე და წამოვედი.
მოკლედ,ამ შემთხვევამ იმის გარდა,რომ ჩემი ნივთების უფრო ყურადღებით მოპყრობა მასწავლა,მაჩვენა,რომ ხანდახან ადამიანები ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ ისე,რომ ვერც კი აცნობიერებენ.
ამას იმ ტაქსისტის მაგალითზე ვამბობ,რომელმაც დაინახა ჩემი მდგომარეობა და იმის მაგივრად,რომ დამხმარებოდა, “დამცინა”.
საბედნიეროდ,ყველაფერი კარგად დამთავრდა.
იმ ადამიანის წყალობით,რომლის სიკეთემაც მაჩვენა კონტრასტი იმ ადამიანებთან,რომლებსაც არ შეუძლიათ ელემენტარული თანაგრძნობა გამოხატონ.
მე მიხარია,რომ ასეთებიც არსებობენ!
: )
Advertisements
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: