მთავარი > IMHO > მე,მზე და ყველაფერი ფრანგული

მე,მზე და ყველაფერი ფრანგული

გარეთ ისე ცხელა,5წუთი ერთ ადგილას რომ გაჩერდე,კარგად გაირუჯები.
ჯანდაბა ჩემს თავს იმისთვის,რომ დილას სარაფანი არ ჩავიცვი.
ზამთარში ორგანულად მძულს სიცივე და ასეთ სიცხეს ვნატრობ,ახლა კი პირიქით.
და მაინც, სიგრილე ყველაფერს სჯობს.
ხო,რა მინდოდა…
თბილისმა გაიხადა,ოფლმა იმატა,არანაირ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა არ შეიძლება და თქვენ წარმოიდგინეთ,არც ჩასვლა.
ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ბედნიერებისა ისაა,რომ სახლში იჯდე კონდიციონერის წინ,B-52_ს სვამდე,რამე ენერგიულს უსმენდე და ამას წერდე.
ხვალ უკვე 1 ივნისია,ზაფხული მოგვდგომია კარს,თუმცა ყველაფერი რაც ზაფხულს უკავშირდება,უკვე ვიგრძენით,გარდა უზარმაზარი(ვითომ?) არდადეგებისა.
1 ივნისს მოაქვს ზაფხული,ბავშვების დაცვის დღე(შესაბამისად მზიურში გამზეებული ბავშვები) დასვენების ნოსტალგია და კიდევ 1 თვიანი წამების დასაწყისი,ანუ გამოცდები. (ვოხრავთ)
ანუ ყველაფერი საშინელება,რა.
თან დაგვდევს ზღვაზე დასვენების,საზაფხულო ფლირტების,გათენებული ღამეების,მრავალსაათიანი ძილის,წასაკითხი წიგნების,გარუჯული კანის და უბრალოდ ბევრი სიცილის  უდიდესი სურვილი.
ამ ყველაფერს კი მოსდევს ის,რომ დავდივართ მოთენთილი,დაღლილი სახით და ველოდებით ამ ყველაფრის დაწყებას.
აი 2კვირაც და…1იც,რა…რაღა დარჩა….
ნუ,მოკლედ.
სულ ეს მინდოდა მეთქვა,მგონი.
ხო მართლა,ბლოგი მართლა თერაპიაა რაღაც მომენტში.იმ ყველაფერს წერ აქ,რასაც ვერ ამბობ ან უბრალოდ არ გინდა,რომ თქვა.
აქ დაწერ და კარგად გრძნობ თავს.
კიდევ ერთი ამოჩემება: Yann Tiersen.
უთბილესი,უსასიამოვნოესი (omg) და მთლიანად ფრანგული სულით აღსავსე : ) არის ძალიან მრავალფეროვანი,უკრავს ვიოლიონოზე,ფორტეპიანოზე და ა.შ. ამელის საუნდტრეკებიც ამას ეკუთვნის. ასე რომ, enjoy.
აქვე აღვნიშნავდი,რომ ის გრილი ამინდი ასე ძალიან რომ გვჭირდება ახლა მე და ჩემს ამჟამინდელ ფრანგულ სულს,პარიზშია.
ალბათ აქაური სიცხის ნახევარიც არ იქნება ახლა იქ და ნამდვილად ბლოგზე დიდი თერაპია იქნებოდა ჩემთვის თუნდაც 2 days in paris. :  )

ვისაც არ გაქვთ ნანახი,დასერჩეთ,კარგი ფილმია. :  ) )

Advertisements
  1. deka136
    31/05/2010, 9:28 PM

    2 Days In Paris ორივე მთავარი გმირი ძალიან მიყვარს ამ ფილმიდან)))

  2. 31/05/2010, 10:18 PM

    მეც და საერთოდ ფილმი : )

  3. 01/06/2010, 7:06 PM

    ტეგებში B-52 რო დავინახე, მეთქი ბომბდამშენზე უწერია რამე და გამიკვირდა ამან რა იცის ეგ ბომბდამშენი–მეთქი –)))) თურმე რა ბომბდამშენი –)))

  4. 02/06/2010, 12:10 AM

    არა რა ბომბდამშენი 😀
    შორს ჩემგან ყველაფერი სამხედრო 😀

  5. 03/06/2010, 6:20 PM

    ეე მართლა 😀
    პირველმა განსაკუთრებით მომხიბლა.. მმ : ს

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: