მთავარი > IMHO > Just Smile

Just Smile

ბოლო დღეებია ძალიან მშვიდად ვცხოვრობ.
მშვიდად და დალაგებულად.
კონფლიქტების,სირთულეების,უაზრო ფიქრების და ათასი დატვირთვების გარეშე.
ლამაზია მშვიდი ცხოვრება. სეირნობ,ფიქრობ,ცხოვრება არ გიხარია,მაგრამ სამაგიეროდ მოგწონს.
ყველაფერი დადებითით ხარ დატვირთული და გულში ვიღაცებზე ფიქრები არ გირთულებს ცხოვრებას.
მერე რა,რომ ზოგჯერ ძალით იღიმი,სამაგიეროდ ღამით,სანამ დაიძინებ არ გიწევს შენი თავი დაარწმუნო,რომ ახლა დაიძინო და ხვალ ამ ფიქრებს რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დაუთმობ.
ისიც კი გავიფიქრე,გული საერთოდ რომ არ მქონდეს გაცილებით გავმარტივდებოდი და არც ძალით ღიმილზე გაგკრავდა ღრმად გულში რაღაც,ცუდად.
მაგრამ ყველაფერს,რასაც აკეთებ,სჭირდება შენი გულიდან წამოსული ემოციები.
როცა მუსიკას უსმენ,იმისთვის,რომ გულში ჩაგწვდეს.
ფილმს უყურებ,რომ შენს გულს შეეხოს და დაგწყვიტოს,ან გაგახაროს.
წიგნს კითხულობ და ხვდები,რომ ეს მომენტი შენს გულს შეეხო.
მეგობარს ელაპარაკები და გრძნობ,რომ შენი გულიდან წამოსული ემოციები,განცდები,რჩევებიც კი,ვიღაცას სიცოცხლის ხალისს უბრუნებს.
იმისთვის,რომ შენი ღიმილით დედას წუთით მაინც დაავიწყო თავისი დარდები.
და…იმისთვის,რომ საბოლოოდ მიხვდე,არც ისე რთული და ცუდია ეს ცხოვრება,როგორც გარედან ჩანს.
ერთ დღეს გაიღვიძო და მიხვდე,რომ ლამაზია აყვავებული გაზაფხული და შენი ცხოვრების აყვავებისთვის ყველაფერი გააკეთო.
და ასე,ბანალურად:
უბრალოდ ლამაზია ცხოვრება,როცა გვინდა.
  1. 21/05/2010, 5:56 PM

    ღიმილზე მიგიხვდი ყველაზე მეტად!!!

  2. 25/09/2010, 1:56 PM

    mec minda mase : ( dasveneba minda, simshvide minda… yvelafeir ki sapirispirod xdeba 😦 gana sheidzleba ase?

  3. 26/09/2010, 2:32 AM

    ამას რომ ვწერდი,ჩემი მდგომარეობა მომწონდა მაგრამ მაინც მინდოდა უფრო ნაკლებად ვყოფილიყავი მშვიდად და უფრო სხვანაირად მეცხოვრა.
    ახლა არაფერია ჩემში მშვიდი და ვოცნებობ თავისუფალ დროზე.
    ყოველთვის ყველაფერი საპირისპიროდაა.
    უნდა ავიტანოთ : )

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: